კასტინგი - მარიამ ხაჭვანი მთავარი როლისთვის სვან ბიჭს ეძებს
საზოგადოება - 17:18, 27 May, 2015     2524
„ყველა სვანს ვთხოვ გააზიაროს კასტინგი“! - წერს რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და ფილმში გადასაღებად მთავარი როლის შემსრულებელს ეძებს.

კასტინგი

სასწრაფოდ სრულმეტრაჟიან მხატრულ ფილმში "დედე" გადასაღებად ვეძებთ, მთავარი როლის შემსრულებელ სვან ბიჭს- 23 დან 30 წლმადე.
აუცილებელია იყოს მაღალი, სიმპატიური და საინტერესო, განსხავებული ადამიანი...
თუ ვინმე იცნობთ განსხვავებულ ადამიანს, რომელსაც გამოარჩევ ყველასგან გთხოვთ გამომიგზავნოთ სურათები ან მოვიდეს კასტინგზე
კასტინგი ჩატარდება 29-30 მაისს 15:00 დან 21:00 საათამდე.
მისამართი : დიღმის მასივი, კინოსტუდის შენობა, მეორე სართული,ოთახი 21
გადაღებები დაიწყება ერთ თვეში, უშგულში

მარიამს წარმატება და უამრავი პრიზი პირველივე ფილმმა „დინოლამ“ მოუტანა, როგორც რეჟისორისგან შევიტყვეთ ახალი ფილმი „დინოლას“ ვრცელი ვერსიაა. „დედე“ სანდენსის სცენარისტების ლაბის საბოლოო სელექციაში მოხვდა. ფილმის პროდიუსერი და მარიამ ხაჭვანი ამერიკაში დეტალების დასაზუსტებლად 19-26 ივნისს მიემგზავრებიან.

მარიამ ხაჭვანი: „ფილმი სვანურ ენაზე იქნება და შესაბამისად გადავწყვიტე რომ ყველა ყოფილიყო სვანი. სვანეთში ხშირად ავდიოდი, ვეძებდი, ვაკვირდებოდი, ამის მიხედვით შევარჩიეთ მსახიობები. მთელი სვანეთი იყო საქმის კურსში. მთავარი როლის შემსრულენებელი გოგო ჩემმა დამ იპოვა „ფეისბუქზე“. როცა მოვიდა, იმდენად თავისუფალი, თამამი, ლამაზი იყო, მთის განსხვავებული გარეგნობით, რომ ძალიან მომეწონა. შესრულებაც არ გაუჭირდა, ძალიან გამიხარდა, მაშინვე გმირი ვიცანი და არც მიფიქრია ბევრი, ისე დავამტკიცეთ.

გადაღებები უშგულში ერთ თვეში დაიწყება, გვაქვს ოთხი სეზონი ფილმში, მოქმედება სულ სვანეთში ხდება.

მე დაბადებული და გაზრდილი ვარ სვანეთში, ჩემი სამყარო ყოველთვის ძალიან განსხვავებული იყო სხვა დანარჩენი სამყაროსგან, სვანეთს მე სამოთხეს ვეძახი... ძალიან სხვა არის სვანეთი... ყოველთვის მინდოდა რომ მაყურებელსაც იგივე ეგრძნო რასაც მე ვგრძნობდი... მინდა რომ საათნახევარი ვაცხოვრო სვანეთში მაყურებელი“.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42