საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოსახლეობა თვლის, რომ თუ ხელისუფლება მათ ციფრული მაუწყებლობის მიმღები აპარატების შეძენაში არ დაეხმარება, ისინი 17 ივნისიდან ქართული არხების ყურებას ვეღარ შეძლებენ.
ვინაიდან სოფლებში ყოველი მეორე ოჯახი მძიმე ეკონომიურ პირობებში ცხოვრობს, ადგილობრივების თქმით ისინი ე.წ. სეთ-თოფბოქსებს ვერ შეიძენენ.
გორის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება ოსური და რუსული ტელევიზიები ყოველგვარი ბარიერების გარეშე მაუწყებლობენ, სოფელ კარბის მოსახლეობა შიშობს რომ ბევრ მათგანს 17 ივნისიდან სწორედ რუსული არხების ყურება მოუწევთ.
"ყველა მეზობელი იმას ჩივის, რომ არ აქვთ საშუალება ამ აპარატების შეძენის. მთაზე ცოტახნის წინ დადგეს რუსებმა ჩამხშობი, ისედაც გაჭირვვებით აჩვენებს ქართულ არხებს და ვრჩებით საზვრის პირა სოფლები რუსული არხების ანაბარა დაგვეხმაროს ვინმე"-აცხადებს იზო ჩალაური "ნიუპოტთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველო 17 ივნისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. იმისათის, რომ მოსახლეობამ ციფრული მაუწყებლობით სარგებლობა შეძლონ, მათ ე.წ. სეთ-თოფბოქსები უნდა შეიძინონ.
მასალის გამოყენების პირობები






