"ჩვენ ვაშენებთ "სიკეთის სახლს", რომელიც ისტორიას დარჩება, როგორც სიკეთის სიმბოლო საქართველოში"
საზოგადოება - 16:42, 27 May, 2015     2383
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "სიკეთის კვალი", რომლის დამფუძნებელიც ქალბატონი თეა ესიტაშვილია, 2015 წლის 1 ივნისს ატარებს საქველმოქმედო კონცერტს, რომლის შემოსავალიც საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.
"ნიუპოსტი" გაესაუბრა ქალბატონ თეას, რომელიც პირადად მოგითხრობთ ორგანიზაციის მიზნებსა და საქმიანობაზე.

ეა ესიტაშვილი: საქველმოქმედო ორგანიზაცია "სიკეთის კვალი" ერთი წლის წინ დავაარსეთ. ჩვენი პროექტებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლა გადავწყვიტეთ. სწორედ ამიტომ შევიცვალეთ სახელი და გავხდით "საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი სიკეთის კვალი".
პროექტი, რომელიც დიდ მაშტაბებს მოიცავს...

თეა ესიტაშვილი: ჩვენი მიზანია ფონდი "სიკეთის კვალი“ იყოს ნოვატორული, კრეატიული, საიმედო, სიკეთის სიმბოლო, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ფონდის მიზანი და მისია არ არის ერთჯერადი დახმარება. გვინდა, ფინანსურ დახმარებასთან ერთად, მივცეთ ადამიანებს საშუალება, ისწავლონ, აღმოაჩინონ ან გამოავლინონ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რათა შემდგომ თავად შეძლონ დაფინანსების მოპოვება და საკუთარ თავზე ზრუნვა.
ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელიც ინოვაციურია. ეს პროექტი ადამიანების უმეტესობას გაუჩენს სურვილს შემოგვიერთდნენ, ჩაერთონ ამ კეთილ საქმეში, თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებასა და გაძლიერებაში. გახდნენ მისაბაძი და სამაგალითო ადამიანები და დატოვონ სიკეთის კვალი ცხოვრებაში.
"ჩვენ ვაშენებთ სიკეთის სახლს, რომელიც ისტორიას დარჩება როგორც სიკეთის სიმბოლო საქართველოში”.

ბენეფიციარები...

თეა ესიტაშვილი: უფლის წყალობით და ხალხის გვერდში დგომით, შევძელით დავხმარებოდით მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს, სოციალურად დაუცველ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, ასევე გოგონას რომელიც იაშვილის კლინიკაში მკურნალობს და ებრძვის სიკვდილს, რომ გაიმარჯვოს და დაამარცხოს დაავადება.
ჩვენი პირველი ბენეფიციარი იყო თემურ არაბიძე, პროექტ "ნიჭიერის" გამარჯვებული. თემოს 2 წელია ვიცნობ. ქაშვეთის ეკლესიაში გავიცანი. მას შემდეგ ვმეგობრობთ. კეთილ საქმესაც ერთად ვაკეთებთ. გაცნობისას დახმარება ძალიან სჭირდებოდა. დავუკავშირდით ცნობილ სახეებს და ჩავწერეთ ვიდეო მიმართვები თემო არაბიძის დასახმარებლად, რომლებიც განთავსებულია ინტერნეტ პორტალებზე და ჩვენი ორგანიზაციის საიტზე. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც გვერდით გვიდგას და გვეხმარება სიკეთის კეთებაში. თემო დღეს არა ჩვენი ბენეფიციარი, არამედ ორგანიზაციის სახეა, მისი ორგანიზებით ბავშვთა საერთაშორის დღეს საქველმოქმედო კონცერტი იმართება.

საქველმოქმედო კონცერტი-ღონისძიება, რომელიც 1 ივნისს გაიმართება

1 ივნისს კლუბ „Vip Time”-ში, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება.ღონისძიებაში მონაწილეობას ოთო ანდრიაძე, ოთო ბერიშვილი, ლუკა ზაქარიაძე და ლევან კბილაშვილი მიიღებენ.

"ჩვენმა ორგანიზაციამ ამჯერად ყურადღება დაუნს სინდრომის მქონე ბავშვებზე შეაჩერა. მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენი შესაძლებლობები და რესურსები სასიკეთო საქმის კეთებისთვის გამოვიყენოთ. საზოგადოებას მოვუწოდებთ, გააქტიურებისა და მხარდაჭერისკენ, რადგან ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს შევძლებთ

საღამო 1 ივნისს 20:00 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი 10 ლარია.

ჩვენთან მოსულ ყველა სტუმარს საინტერესო საღამოს გატარებას ვპირდებით, გვინდა ქველმოქმედება სასიამოვნო ჩვევად ვაქციოთ და ადამიანებს გაწეული სიკეთის სანაცვლოდ დაუვიწყარი და ლამაზი წუთები ვაჩუქოთ. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენს გვერდით დგას. იმედს ვიტოვებ, გავერთიანდებით და ყველა ერთად გავაკეთებთ ბევრ კეთილ და საინტერესო საქმეს. მინდა, ასევე, უდიდესი მადლობა გადავუხადო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან და თუნდაც მცირედით გვეხმარებიან.
საღამოს მხარდამჭერები არიან მაღაზიათა ქსელი "ელექტრონიკა", კომპანია "ქარვა" და ლუდსახარში "ზედაზენი“, –აცხადებს ფონდის ხელმძღვანელი თეა ესიტაშვილი.

------------
დახმარების მსურველთა საყურადღებოდ:

შეგიძლიათ დარეკოთ ჯეოსელიდან, მაგთიდან და ბილაინიდან ნომერზე: 0 901 700 177 (1 ლარი)

საბანკო რეკვიზიტები:

ლიბერთი ბანკი : LBRTGE22 ა/ა GE06LB0115110522369000 GEL

თიბისი ბანკი: TBCBGE22 ა/ა GE34TB7319436080100002 GEL

http://www.siketiskvali.ge; https://www.facebook.com/siketis.kvali

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ - 558 53 80 12





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42