„საპატრიარქოს მფლობელობაში დაქვემდებარებულ სახლში პორნოგრაფიას იღებენ“? - მოროშკინა დეტალებზე ალაპარაკდა
საზოგადოება - 19:47, 26 May, 2015     5916
SOS!!!! საპატრიარქოს მფლობელობაში მყოფ სახლში თურქულ პორნოგრაფიას იღებენ!?“ - ლალი მოროშკინას მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს ამ განცხადებით უამრაავთა გამოხმაურება მოჰყვა. „ნიუპოსტი“ დეტალების გარკვევას თავად მოროშკინასთან შეეცადა.

ლალი მოროშკინა:
საქმე იმაშია, რომ ეს სახლი გაფორმებული იყო ვანო ჩხარტიშვილზე, ვანო ჩხარტიშვილს კი დავა ჰქონდა პატარკაციშვილების ოჯახთან. ეს ყოველივე მეხება მე და კიდევ ჩემს სამ მეზობელს. ჩვენ გვაქვს ერთი მიწის ფართობი, როდესაც საბუთების აღება დაგვჭირდა, აღმოვჩინეთ, რომ ჩვენი სახლი დაყადაღებული ჰქონდა პატარკაციშვილებს. შემდეგ კი გაირკვა რომ დაყადაღებულია ვანო ჩხარტიშვილის ნაწილი და რაღაც პერიოდში ვანო მიხვდა რა ამ სახლს ვერ გაყიდდა, რადგან რეალურად პატარკაციშვილებს მოგებული ჰქონდათ სასამართლო, აჩუქა საპატრიარქოს.

6 თვემდე ნამდვილად ცხოვრობდნენ, დედაოები, მონაზვნები, სამი ძალიან კარგი ქალბატონი, არაჩვეულებრივი ურთიერთობაც გვქონდა, შემდეგ უცებ ისინი ტოვებენ ამ სახლს და რაღაც პერიოდის მონაცვლეობით თურქული ხმები ისმის იქედან ქალების და მამაკაცების.

ვიფიქრეთ, რომ რახან გავიდა საპატრიარქო სხვას მიაქირავეს, მაგრამ საბუთები კვლავ საპატრიარქოზეა ეს გადავამოწმეთ.

როდესაც გუშინ მთელი საქართველო გლოვობდა და სანთლებით რუსთაველზე იდგა თურქული გნიასი ისმოდა ჩვენთან, ყველა მეზობელი გარეთ ვიდექით, ბოლოს გამთენიისას ყვირილი დავიწყე, რომ პატრულს გამოვუძახებდი. არ რეაგირებდზნენ არც ზარზე, არც კაკუნზე, არადა ერთი კედელი გვყოფს, მთელი ღამე არ დაგვაძინეს.

მე მაინტერესებს, ვინ არიან ეს ადამიანები. ჩვენ ერთი მიწის ნაკვეთზე ვცხოვრობთ, ამიტომ ერთმანეთის გარეშე ვერც ვყიდით ამ სახლს და ვერც ვაქირავებთ. ყველა ვარიანტში უნდა ყოფილიყო ეს შეთანხმებული სხვა დანარჩენ მეზობელთან.

ბოლოს მამა მიხეილ ბოტკოველს დავუკავშირდი, მითხრა, რომ რადგან კვირაა ვერ უკავშირდება საპატრიარქოს და აუცილებლად დავადგენთო.

-თქვენ სტატუსში ახსენეთ პორნოგრაფიაც ...


-რა უნდა ვთქვა როდესაც ღამით ისმის ქალებისა და მამაკაცების წივილ-კივილი, ვინმემ ამიხსნას რა ჰქვია ამ გნიასს? ეს არ იყო, ჩვეულებრივი ღერობა, ქეიფი, ეს იყო თურქული ძალიან ხმაურიანი ამბავი. ქართული რომ ყოფილიყო, მაინც პორნოგრაფია იქნებოდა. მაშინ როდესაც ერი გლოვობს და ვიღაც თავის თავს ამის უფლებას აძლევს, რა დავარქვა ამას?

კიდევ ერთხელ ვამბობ, სულ არ მაინტერესებს თურქი იქნებოდა, რუსი, ფრანგი თუ აზერბაიჯანელი, ფაქტია, რომ ერი როდესაც ასეთ მდგომარეობაშია შენ თავს ამის უფლებას აძლევ.

-ახლა პასუხს ვისგან ელოდებით?

-მე ვიცი რომ საპოპატრიარქოზეა ჩვენი მიწის მეოთხედი. ამიტომ ამიხსნან საპატრიარქოში ვინ ჰყავდათ წუხელ სტუმრად? თუ ჰყავდათ სტუმრად მაღალი რანგის დელეგაცია, დიდი ბოდიში, მაგრამ ასეთი ხმაური არ უნდა გამოდიოდეს მაშინ... მე წარმომიდგენია ჩვენ რომ ვყოფილიყავით ქართული მხარე დაპატიჟებული თურქეთში, ნაციონალურ დღესასწაულზე, გლოვის დღეს და ჩვენ ასე მოვქცეულიყავით ყველა ნიუსი დაიწყებოდა ჩვენით და იტყოდნენ რომ ქართველები არიან აღვირახსნილები და მაინტერესებს რა ჰქვია აი, ამ ამბავს?
მოუთმენლად ველოდები საპატრიარქოს პასუხს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42