''შერატონ მეტეხი პალასში'' ბიზნესმენებთან საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი, გამარტივებული საბაჟო პროცედურების მოქმედება, კომპანიის ადვილად დაფუძნება, რაც გარკვეულ როლს თამაშობს. თუმცა, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გადამწყვეტი დაბალი გადასახადებია.
"16 %-იანი გადასახადი წლის განმავლობაში, რაც საშუალოდ გამოდის, ეს არის ძალიან საინტერესო რიცხვი ბიზნესისთვის, მით უმეტეს მაშინ, თუ ამას ახლავს ის ძირითადი პრინციპი, რაც არ იყო საქართველოში და, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ – ვგულისხმობ სახელმწიფოს მიერ კანონის დაცვას და კერძო საკუთრებაში ჩაურევლობას. ჩემი თხოვნა იქნება, თქვენს პარტნიორებს მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ სქართველო საინტერესო ქვეყანაა ინვესტიციებისთვის და აქ არსებობს შეღავათიანი გადასახადი. ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალურად, რეკლამა გაუკეთოთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ივანიშვილმა შეხვედრაზე.
პრემიერ-მინისტმა ქართველ ბიზნესმენებს სთხოვა, მსოფლიოს მასშტაბით საკუთარ პარტნიორებთან საქართველოს რეკლამირება.
მასალის გამოყენების პირობები






