თავდაცვამ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები „დელტას“ გამოფენით გახსნა (ფოტოკოლაჟი)
საზოგადოება - 13:47, 26 May, 2015     2507

საქართველოს თავდაცვის უწყებამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გამოფენით გახსნა. ვარდების მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დაათვალიერა. მან საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„დელტამ“ პირველად გამოფინა სამხედრო დანიშნულების ტექნიკის15 ახალი სახეობა, მათ შორის ქართული მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი, წლეულს დამზადებული სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა, რომელსაც ორშრიანი ჯავშანდაცვა და ოთხი ერთეული საკაცე აქვს და ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“, რომელიც უმართავი რაკეტების გამშვები მოდულით არის აღჭურვილი.დამთვალიერებლების დიდი ინტერესი გამოიწვია ადაპტირებულმა ჯავშანმანქანამ, რომელიც სპეციალურად უდაბნოს პირობებისთვის დამზადდა. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ნატო-ს სტანდარტით დამზადებული ჯავშანტექნიკა, ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე მოდიფიკაცია, 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნი (თვითმავალი პლატფორმისთვის განკუთვნილი), დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულები, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, საინკასაციო მანქანა, შეჯავშნული სპეციალური ტექნიკა და სხვა თავდაცვითი საშუალებები წარადგინა.

გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ „დელტას“ მიერ წარმოებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის თანამშრომლებისგან მოისმინა.


„სასიხარულოა, რომ „დელტა“ დაუბრუნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვინაიდან მთავარი დამკვეთი და მთავარი მომხმარებელი, რა თქმა უნდა, არის მაინც საქართველოს შეიარაღებული ძალები.

სასიხარულოა, რომ თავდაცვის სამინისტრო და „დელტა“ ერთობლივად აწარმოებს თავის შეიარაღების - არსებულის და დაგეგმილი წარმოების გამოფენას. აქ წარმოდგენილია ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია „დელტას“. არის ახალი, შეიძლება ითქვას, გონივრული და კარგად გააზრებული ჩანაფიქრები განხორციელებული თითოეულ მოდელში. იმედი გვაქვს, რომ საქარხნო შემოწმების და შემდეგ საჯარისო გამოცდების შემდეგ შეიარაღებულ ძალებს ექნება საშუალება მიიღონ საქართველოში წარმოებული სამხედრო პროდუქცია“ - განაცხადა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42