სებ-ის ანგარიში პარლამენტის ეკონომიკურმა კომიტეტებმა არადამაკმაყოფილებლად შეაფასეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:03, 26 May, 2015     1188

ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებმა არადამაკმაყოფილებლად შეაფასეს.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ ანგარიშისთვის უარყოფითი შეფასების მიცემის ერთ-ერთ მიზეზად, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების სესხის მოცულობის ზრდა და სავალუტო ფონდის ვალის გასტუმრება დაასახელა.

საკომიტეტო მოსმენაზე ეროვნულმა ბანკმა 2014 წლის საქმიანობის 240-გვერდიანი ანგარიში წარადგინა. ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებსა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკაზეც ისაუბრა, რომელიც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF-მა) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD-მა) დადებითად და სხვა ქვეყნებისთვის მისაბაძად შეაფასა. გიორგი ქადაგიძემ კითხვით ზურაბ ტყემალაძეს მიმართა, რომ მას დაესახელებინა იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკი, რომელსაც კომიტეტი საქართველოსთვის მისაბაძად მიიჩნევს, თუმცა ზურაბ ტყემალაძემ ქადაგიძის კითხვას პასუხი არ გასცა. ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირას საკუთარი ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგინა, რომელმაც ბანკის 2014 წლის საქმიანობა ასევე არადამაკმაყოფილებლად შეაფასა.

საპარლამენტო უმრავლესობა ლარის გაუფასურებაში პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს, დეპუტატების თქმით, ეროვნულმა ბანკმა მის ხელთ არსებული ბერკეტები არასრულად გამოიყენა, თუმცა დღევანდელ მოსმენაზე ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სავალუტო რეზერვების ჭარბი რაოდენობით ხარჯვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არა გამოსავალი - არამედ ცენტრალური ბანკების მიერ ხშირად დაშვებული შეცდომაა, რასაც ქვეყნის სავალუტო რეზერვების განიავება მოჰყვება. ქადაგიძის თქმით, ეს შეცდომა რეგიონის ქვეყნებმაც, მათ შორის აზერბაიჯანმაც დაუშვა, რის გამოც მათ გაუფასურებულ ეროვნულ ვალუტასთან ერთად შემცირებული სავალუტო რეზერვები მიიღეს. ქადაგიძის თქმით, ხელოვნური ჩარევა ასეთი სახის პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუკი მთავარი სავალუტო შემოდინებების - ექსპორტის, ფულადი გზავნილების და ტურიზმის - აღდგენა არ მოხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42