საზეიმო ღონისძიება 12:00 საათზე თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნება.
რუსთაველის გამზირზე დღეს 1918-21 წლების პერიოდის თეატრალიზებულად გაცოცხლება იგეგმება. მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მსახიობები იმ პერიოდის ტექნიკასთან ერთად მიიღებენ, კინოს სახლიდან დაიწყება და ახალგაზრდობის სასახლესთან დასრულდება.
სამხედრო-საზეიმო ღონისძიებას თავისუფლების მოედანზე საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი გახსნის. საქართველოს პრეზიდენტს პატაკს ვახტანგ კაპანაძე ჩააბარებს. ღონისძიება სამხედრო ფიცის დადების ცერემონიით გაგრძელდება.
ღონისძიებას პრეზიდენტი, პრემიერი და მთავრობის სხვა წარმომადგნები დაესწრებიან.
გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ქუთაისში, III ქვეით ბრიგადას ესტუმრებიან და დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას მიულოცავენ. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის - თინა ხიდაშელი დღევანდელ დღეს ავღენთში, ქართველ სამხედროებთან ერთად ხვდება. დამოუკიდებლობის დღესასწაულზე გათვალისწინებულია ავიაშოუს ელემენტებიც. იროკეზის, ალბატროსის და სუ25-ის ტიპის საფრენი აპარატები დღეს ქალაქს გადაუფრენს და დამოუკიდებლობის დღეს მფრინავები მოედანზე შეკრებილებს საფრენი აპარატებიდან ბარათებით მიულოცავენ.
მთელი დღის განმავლობაში, საღამოს 8 საათამდე რუსთაველის გამზირზე განლაგებული იქნება სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწყობილი კუთხეები. გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, ჩატარდება კონკურსები, შეჯიბრებები. გარდა ამისა ხელოვნური გათოვლიანების საშუალებით გაკეთებული იქნება საგუნდაო და საციგურაო კუთხეები. გაიმართება ყვავილების ფესტივალიც.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს პარლამენტის წინ გალა-კონცერტი დაასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები






