დღეს ათენიდან ოლიმპიურ ცეცხლს ჩამოიტანენ
საზოგადოება - 09:41, 26 May, 2015     1502
დღეს, 26 მაისს, 20:00 საათზე ბათუმში ოლიმპიურ ცეცხლს სპეც-თვითმფრინავით ჩამოიტანენ. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის მსვლელობისას თვითმფრინავიდან ოლიმპიურ ცეცხლს "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ახვლედიანი ჩამოიტანს და ოლიმიურ ჩემპიონთან ლერი ხაბელოვთან ერთად აანთებს პირველ ჩირაღდანს. აეროპორტში სპეციალური ტრიბუნიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და ოლიმპირი ჩემპიონი ლერი ხაბელოვი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართვენ. შემდეგ ოლიმპიური ცეცხლს მიაწვდიან ესტაფეტაში მონაწილე მეჩირაღდნეებს და დაიწყება ესტაფეტა.

ოლიმპიური ცეცხლი გაივლის აეროპორტის გზატკეცილს, ლეხ და მარია კაჩინსკის, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, გოგებაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს. საბოლოოდ ცეცხლი პიაცის მოედანზე განთავსდება, სადაც 26 მაისთან დაკავშირებით სპეციალური კონცერტი გაიმართება.

ესტაფეტაში მონაწილებას მიიღებენ ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიური ჩემპიონები, საპატიო ბათუმელები და სხვადასხვა ცნობილი სახე, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონები მუხრან ვახტანგაძე, სალომე მელია, რუსუდან სიხარულიძე, ასევე ბათუმელი მომღერალი სოფო ხალვაში.

28 მაისს ჩირაღდნის გადატანა მოხდება ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. 29 მაისს ოლიმპიურ ცეცხლს ადიგენში ჩაიტანენ, ხოლო 14 ივლისს ქობულეთი გახდება ოლიმპიური ცეცხლის მასპინძელი.

ბათუმში დღის განმავლობაში ასევე ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები:

12 :00 საათიდან ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროს მხარეს, ცაში გაეშვება სხვადასხვა სახის მოხატული ფრანი და 40-80 კვ. მეტრის მოცულობის საქართველოსა და ლიტვის დროშები. სანახაობა 3-4 საათის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში ხორციელდება.

15:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება ავსტრიელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 23 ავსტრიელი მხატვრის 50 ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული და სხვა ნამუშევრები. ასევე, გამოიფინება პლენერის ფარგლებში შექმნილი სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები. პლენერი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „ კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაციის“ ფარლგებში განხორციელდა.

14:00 – 17:00 მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის კოლონადებთან აფხაზ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა და კონცერტი

16:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში დამატებითი სივრცე- გალერეა გაიხსნება, სადაც მოეწყობა თანამედროვე ქართული მხატვრობის გამოფენა.

სპორტული ღონისძიებების ნუსხა:

11:00 6 მაისის პარკის ცენტრალური შესასვლელი. შეჯიბრი მკლავჭიდსა და ქართულ ორთაბრძოლაში.

11:00 ბათუმის ბულვარი საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორია (ყოფილი შაუმიანის ქუჩა). შეჯიბრი ბილიარდსა და მაგიდის ჩოგბურთში;

12:00 6 მაისის პარკის ტბის გარშემო გარბენი გოგოებსა და ვაჟებს შორის.

12:00 ბულვარის ტერიტორია (ყოფილი შაუმიანის ქუჩის ბოლო) პლომინატი. შეჯიბრი ქუჩის ხელბურთში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42