,,1918 წლის 25 მაისს ხაშურთან ახლომდებარე სოფელ აძვისში ერთი უბრალო ქართველი გლეხკაცი, დავით კაპანაძე გარდაიცვალა. 26 მაისს საქართველოში ისტორიული კვირადღე გათენდა - გამოცხადდა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
ისტორიამ შემოინახა საოცარი საფლავის ქვა, რომლითაც შვილებმა არა მარტო საკუთარ მამის - დავით კაპანაძის სახელი უკვდავყვეს, არამედ იმ თაობების ქართველთა გულისთქმაც გააცხადეს, სამშობლოს ბედნიერებისთვის რომ იბრძოდნენ, მაგრამ ამ სანუკვარ დღეს ვერ მოესწრნენ. აი, რა წერია იმ საფლავის ქვაზე: ,,მონობაში ტანჯულო, დაუვიწყარო მამავ! შენი ნატვრა აღსრულდა - საქართველო განთავისუფლდა! 1918 წ. 26 მაისი".
ამონარიდი ოთარ ჯანელიძის ნარკვევიდან ,,26 მაისიდან 25 თებერვლამდე".
1918 წლის 26 მაისს საქართველო 117-წლიანი რუსეთის იმპერიის ბატონობისგან გათავისუფლდა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა.
სააგენტო ,,ნიუპოსტი" გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
მასალის გამოყენების პირობები






