დავეხმაროთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ პატარა ტყუპებს - ვისაც როგორ შეგვიძლია
საზოგადოება - 18:44, 25 May, 2015     4247

„ბავშვებს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ, ვერც ლაპარაკობენ“, - კიდევ ერთი ტკივილიანი ისტორია, იმ მრავალ სამწუხარო ამბავს შორის რომელიც ჩვენს ქვეყანაში უხვადაა. ამჯერად ტყუპ და-ძმას გაგაცნობთ, რომელთაც თქვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ.

ლევანი და ელენე ტყუპები არიან, ცერებრალური დამბლით დაიბადნენ, და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უმძიმესი პრობლემები აქვთ. ელენეს ორივე ფილტვზე კისტოზური წარმონაქმნები აქვს, რის გამოც მუდმივად ესაჭიროება ჟანგბადის მიწოდება ხელოვნურად, - ჟანგბადის სასუნთი სპეციალური აპარატით. ამ პროცედურებზე გოგონა კვირაში ერთხელ იაშვილში დაჰყავთ, რადგან ძალიან მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს აპარატის ყიდვა ან პროცედურებზე ხშირი სიარული არ შეუძლიათ. მდგომარეობის შესამსუბუქებლად კი ყოველდღე ინჰალაციას უკეთებენ. გარდა ამისა, ბავშვებს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ, ვერ ლაპარაკობენ, გოგონა ფაფების და დაბლენდერებული საკვების გარდა ვერაფერს ჭამს...

ბავშვების მამა, შალვა ნუცუბიძე, მშენებლობაზე მუშაობდა, რამდენიმე თვის წინ მე-4-ე სართულიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა, აქვს მენჯისა და ფეხის ტრამვა, რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა და კიდევ ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა. კომპანიასთან სასამართლო დავა დღემდე მიმდინარეობს, თუმცა ოპერაციისთვის საჭირო თანხების ანაზღაურებაზე უარს აცხადებენ. სახელმწიფომ ოჯახს ოპერაციისთვის საჭირო თანხის გადარიცხვა ორ თვეში აღუთქვა, მაგრამ რადგან ოპერაციის გადადება არ შეიძლებოდა, ოჯახმა საჭირო თანხა ისესხა და ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ნუცუბიძეები ქირით ცხოვრობენ ნაძალადევის რაიონში. ცოტა ხნის წინ, სახლის პატრონმა ახალი სამზარეულო იყიდა, ძველი კარადა გაქირავებულ ბინაში შეიტანა და ამ კარადის გამო ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს, სახლის პატრონის ჩარევის შედეგად მოხდა ხელახალი გადამოწმება და 2 თვეში ისევ დაენიშნებათ დახმარება.

როგორც მიხვდით ოჯახი მძიმე მდგომარეობაშია, დავეხმაროთ პატარა ტყუპებს, ვისაც როგორ შეგვიძლია, ტანსაცმლით, საკებით, თანხით... დედების კლუბში გახსნილია ანგარიშის ნომერი, სადაც გროვდება პატარა ტყუპებისთვის თანხა. ჩვენგან გაღებული თითო ლარიც კი მათთვის მნიშვნელოვანია. შემოგვიერთდით, ერთად ყველაფერს შევძლებთ!



დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ასევე ქველმოქმედების სურვილის შემთხვევაში

შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე - 571 06 40 10


ანგარიში საქართველოს ბანკში: GE92BG0000000543142700


ანგარიში ლიბერთი ბანკში: GE56LB0711123539166000


emaney ანგარიში: 388484218


პირადი ნომერი: 01003016433

დაბადების თვე, რიცხვი 05.08.1986







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42