სინოდი სკოლებში ახალი საგნის "მე და საზოგადოება" შეტანამდე, განხილვების მოწყობას ითხოვს
საზოგადოება - 17:07, 25 May, 2015     3753
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე განათლების სამინისტროს ახალი პროექტი განიხილეს, რომლის დანერგვასაც უწყება უახლოეს მომავალში აპირებს. საქმე ეხება სკოლებში ახალი საგნის "მე და საზოგადოება"-ს სწავლებას. პროექტის ფარგლებში, მესამე, მეოთხე და მეექვსე კლასელებისთვის სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები შემოდის. აღნიშნულ თემაზე მედიასთან ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ისაუბრა.
საპატრიარქო ახალი საგნის სკოლებში შეტანამდე, ამ პროექტის ეკლესიის, საზოგადოებისა და რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობით განხილვას ითხოვს:

„ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა განათლების სფეროში არსებულ საკითხებს. მოგეხსენებათ, რომ უკანასკნელ წლებში არაერთი რეფორმა განხორციელდა განათლების სფეროში. დიდი ყურადღება ეთმობა ცოდნის ამაღლებას, მაგრამ აღინიშნა, რომ ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია აღზრდის საკითხი, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. შესაბამისად, არის საუბარი ახალ პროექტზე, რომლის დანერგვასაც აპირებს განათლების სამინისტრო. იქნება ახალი სახელმძღვანელოები მე-3, მე-4 და მე-6 კლასელებისთვის. „მე საზოგადოება“ და „მე და სამშობლო“. გამოითქვა სურვილი, რომ განათლების სამინისტრომ, ვიდრე იგი დანერგავს ამ საგანს სასწავლო პროგრამაში, უნდა მოხდეს ამ პროექტის განხილვა, როგორც ეკლესიის, ასევე, საზოგადოებისა და რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობით, ფართო საზოგადოების ჩართვით ამ პროგრამაში და შესაბამისად, ეს სახელმძღვანელოები გამიზნულია სწორედ ამ მიმართულებით, რომ აღზრდის თემას ყურადღება დაეთმოს, მაგრამ რჩება მთელი რიგი საკითხები, რომლებიც პასუხისგაცემას ითხოვს. ასევე, ითქვა, რომ განათლების კანონში საუბარია ეროვნულ ღირებულებზე და სურვილი გამოითქვა, რომ განიმარტოს, რას ვგულისხმობთ ეროვნულ ღირებულებებში. უფრო მეტი კონკრეტიკა რომ იყოს, რადგან ზედმეტი კითხვის ნიშნები აქაც არ არსებობდეს“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

წმინდა სინოდის სხდომა საქართველოს საპატრიარქოში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაზე სხვადასხვა საკითხები განიხილეს. სხდომის განჩინება „საპაქატრიარქოს უწყებანში“ გამოქვეყნდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42