"ნიუპოსტთან" საუბრისას გარდაცვლილის მეზობლები აცხადებნ, რომ მკვლელობაში ბრალდებული ხშირად ხელ-ფეხს უკრავდა მის მეუღლეს, რის შემდეგაც სასტიკად სცემდა და აწამებდა მას. მათივე თქმით, ბრალდებული ეჭვიანობდა და ცოლისგან იმ ადამიანის ვინაობის დასახელებას მოითხოვდა, რომელთანაც მისივე ვარაუდით მეუღლე ღალატობდა.
გარდაცვლილის ბიძაშვილი „ნიუპოსტთან“ ბრადებულის ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებთან ახლო ურთიერთობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, გია სოსელია ადგილობრივი პოლიციის ინფორმატორი იყო და ყოველთვიური ანაზღაურების სანაცვლოდ სამართალდამცავებს სხვადასხვა სახის ინფორმაციას აწვდიდა.
გარდაცვლილის მეზობლები და ნათესავები აცხადებენ, რომ მათ სამართალდამცავებს ბრალდებულის დაკავების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, რადგან ყოველი დაპირისპირება გია სოსელიას მხრიდან სიკვდილის მუქარით სრულდებოდა. მათივე თქმით, სამართალდამცავებმა ბოლო შემთხვევის შემდეგ, რომელიც 5 დღის წინ მოხდა გია სოსელია დაკითხეს და გაფრთხილება მისცეს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, იმისთვის, რომ სოსელია შეეჩერებინა და ამას უკე მკვლელობა მოჰყვა.
გარდაცვლილის ოჯახის წერები აცხადებენ, რომ პოლიციას სამართალდამცავებს შესაბამის ღონისძიებების გატარებით შეეძლოთ ტრაგედიის თავიდან აცილება, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს.
როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, მკვლელობის ჩადენის შემდეგ გია სოსელია თვითონ დაუკავშირდა პოლიციის უფროსს და უთხრა, რომ მოკლა მეუღლე და სამართალდამცავებს კარებთან დაელოდებოდა, სანამ არ მოვიდოდენ სხვას სახლში არავის შეუშვებდა. სოსელია ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კართან დახვდა, თვითონვე შეიყვანა სახლში და მოყვა თუ რა როგორ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები