რა მოთხოვნები აქვს ალა პუგაჩოვას და რა „აუკრძალა“ მან დავით ოქიტაშვილს
საზოგადოება - 15:19, 25 May, 2015     19795
ალა პუგაჩოვა საქართველოში 17 წლის შემდეგ ისევ იმღერებს. რუს მომღერლთან მოლაპარაკებას კულტურის პალატა აწარმოებს. დავით ოქიტაშვილის თქმით მომღერალმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი თავად გამოთქვა. როგორც „ნიუპოსტისთვის“ დათოსგან გახდა ცნობილი კონცერტი თბილისობას, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 24 ოქტომბერს გაიმართება. ალა 12 სიმღერას შეასრულებს.

პირველად ალა პუგაჩოვამ თბილისში კონცერტი 1979 წელს გამართა, ბოლოს ის საქართველოში 1998 წელს

დათო ოქიტაშვილი: „მისი მეგობარი, ბორის კრასნოვი დაგვიკავშირდა, რომლის ქართველი მეგობარიც ჩვენთან მოვიდა და გვითხრა რომ ალა პუგაჩოვას მეუღლესთან, მაქსიმ გალკინთან ერთად საქართველოში ჩამოსვლა სურს. ჩვენ არ გვითქვია ბოლომდე თანხმობა, ვარკვევთ საორგანიზაციო საკითხებს. თუმცა, ძალიან სასიხარულოა რომ ადამიანს რომელსაც უყვარს საქართველო და ქართველების მიმარეთ ღრმად აქვს ჯანსაღი დამოკიდებულებააქ ცამოდის. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ და კულტურის პალატა იქნება ამის ორგანიზატორი, მას მასპინძლობას გაუწევს ქალბატონი ნანი ბრეგვაძე. ეს ის გუნდია, რომელმაც 17 წლის წინ ჩამოიყვანა ალა საქართველოში, - მე ნანი ბრეგვაძე და ქალბატონი ნატო დუმბაძე.

რიცხვი დაახლოებით ვიცით ეს არის 24 ოქტომბერი, ეესეც იმიტომ გადავწყვიტეთ რომ არის თბილისობა და არის საზეიმო განწყობა, მაგრამ როცა ამხელა პიროვნება ჩამოდის ქვეყანაში უნდა იყოს ამისთვის რაღაც განწყობა და სურვილი.
-გჭირდებათ ამ განწყობის შექმნა? საქართველოში ხომ ძალიან უყვართ ალა, რადგან ქართველებისადმი ყოველთვის კარგად იყო განწყობილი .

-გეთანხმებით ყოველთვის ასე იყო და ასე არის დღესაც. ასევე თქვენ ძალიან კარგად იცით მისი დამოკიდებულება დღევანდელი რუსეთის მიმართ, იმ კლიპის გამო, რომელიც მან ჩაწერა და მხარი დაუჭირა უკრაინელ გმირ ხალხს, ეს იმის დასტურია, რომ ამ ადამიანს აქვს თავისი დამოკიდებულება, თავისი ქვეყნის და იმ ჯანსაღი მოაზროვნე ადამიანების გვერდით დგას რომელებიც ასე ე ჯანსაღად ფიქრობენ.

-როგორც „ნიუპოოსტისთვის“ გახდა ცნობილი ალა საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

-კი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს, საერთოდ ალა არის ქველმოქმედი და რამოდენიმე ეკლესია აქვს აშენებული, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არასოდეს ლაპარაკობს და ესეც რომ ვთქვი შეიძლება გამიბრაზდეს. კონცერტი იქნება საქველმოქმედო, მაგრამ ალამ მთხოვა, რომ ჯერ ნუ დავკონკრეტდებით, რადგან როდესაც აკეთებ ადამიანი ქველმოქმედებას, ეს უნდა იყოს, ჩუმად, წყნარად და ყველანაირი კამერებისა და რეკლამის გარეშე.

ჩვენც კულტურის პალატაც, ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ, მაგრამ ვერ ვაკადრებ იმ მსახიობებს, მომღერლებსა და ცნობილ ადამიანებს, რომელთანაც ყოველ თვე მიმაქვს რაღაც და ვეხმარები, ვუთხრა გადაიღეთ, თუ როგორ მოვიტანე 5 კგ ხორცი, ან 4 კგ ვერმიშელი, ეს არ შეიძლება, არც ის შეიძლება როცა ლეიკემიან ბავშვებს აჩვენებენ - ვეხმარებითო. სხვა ფორმა უნდა დამკვიდრდეს საქართველოში ქველმოქმედების, ხალხი არ უნდა გააღიზიანო, თუ აკეთებ სიკეთეს მართლა ქვაზე უნდა დადო და გაიარო, ვინც საჭიროა დაინახავს.

მე დღეს რომ ვუყურებ რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში ეს არის ამაზრზენი. როცა შენ ხარ ქველმოქმედი ეს უნდა გააკეთო წყნარად, რა თქმა უნდა კარგია როცა სიკეთეს აკეთებ, მაგრამ ის ხალხი და ბავშვები, რომელსაც ეხმარები არ უნდა ჩააყენო ცუდ მდგომარეობაში. როდესაც კიბოიან და ლეიკემიან ბავშვებს ეხმარები არ უნდა გაუსვა ხაზი, ცოდვა არიან ბავშვები, მათზე ეს მოქმედებს. ალაც ამ სახის ქველმოქმედების წინააღმდეგია, მას უნდა რომ ქველმოქმედების საკითხმა კამერებისა და პრესკონფერენციების გარეშე ჩაიაროს. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, ის კატასტროფას არ ითხოვს, მას სურს ელემენტარული ხარისხიანი აპარატურა და ხარისხიანი განათება, რომ 17 წლის შემდეგ ისევ მოეფეროს ქართველებს... ძალიან ფარტომაშტაბიანი ღონისძიება იქნება. მე ერთი რამ ვიცი საქართველოში არც მე და არც ჩემი მეგობრები არ ჩამოვიყვანთ იმ ოდიოზურ ფიგურებს, რომელთაც არ უყვართ ჩემი ხალხი, არ უყვართ ჩემი ქვეყანა და არ სცემენ პატივს ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტს.

ავტორი: დეა თავბერიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42