პაშაბანკი Spotlight 2015-ის პლატინის სპონსორია
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:13, 25 May, 2015     882

24 მაისს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა წლის მთავარი მარკეტინგული ღონისძიება - Spotlight2015. პაშა ბანკი იყო ღონისძიების პლატინის სპონსორი.

Spotlight 2013 წლიდან ტარდება და აქ ქართველი მარკეტერები და სხვა პრაქტიკოსი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

ღონისძიებაზე გაიმართა პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტის - Spotlight Marketing Library პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა Spotlight-სა და თბილისის მედიათეკასთან ერთად.პროექტის მიზანია ერთ კომფორტულ სივრცეში მოუყაროს თავი მარკეტინგის, ბრენდინგის, PR და სხვა მომიჯნავე დარგების თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და გახადოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის.

„ჩვენ ნათლად ვხედავთ Spotlight-ის მნიშვნელობას ადგილობრივი ბიზნესსაქმიანობის განვითარების და პროფესიონალიზმის ამაღლების კუთხით. შესაბამისად, გადავწყვიტეთ აღნიშნული პროექტის პლატინის სპონსორობა. უფრო მეტიც! ჩვენ მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით არ შემოვიფარგლეთ და ძალიან სასარგებლო და საინტერესო პროექტი წარვადგინეთ თბილისის მედიათეკასა და Spotlight-თან ერთად. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, მარკეტინგის მიმართულებით ლიტერატურა მარტივად ხელმისაწვდომი არ არის, გადავწყვიტეთ, ამ სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს მივცეთ საშუალება, ისარგებლოს თანამედროვე პროფესიული ლიტერატურით Spotlight Marketing Library-ში და ვიწვევთ ნებისმიერ კომპანიას, შემოუერთდეს პროექტს და შეავსოს ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით!“- აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის PR და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.


პაშა ბანკი, მთავარი ღირებულებებიდან გამომდინარე, ფოკუსირდება გრძელვადიან და ჯანსაღ პარტნიორულ ურთიერთობებზე. ბანკიSpotlight-თან თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42