ბიზნეს ასოციაციები საბანკო სექტორის წინაშე არსებულ საფრთხეებზე საუბრობენ
საქართველოს უმსხვილესი ბიზნეს ასოციაციები ქვეყნის საბანკო სექტორის მიმართ არსებულ ბრალდებებს და საბანკო ზედამხედველობის სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებენ. "ნიუპოსტი" ბიზნესასოციაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია”, „ამერიკის სავაჭრო-სამრ ეწველო პა ლატა“, „საერთაშორისო სავაჭრო პალატა“, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ და „საქართველოს ბანკების ასოციაცია“ უკიდურესად ნეგატიურად აფასებენ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ქვეყნის საბანკო სისტემის და ცალკეული კომერციული ბანკების მიმართ გაჟღერებულ, დაუსაბუთებელ ეჭვებს, გარკვეულ სავალუტო სპეკულაციებში ვითომდა მონაწილეობის შესახებ.
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის, ბიზნესმენის ინტერესია იარსებოს დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლებრივ სივრცეში, სადაც მხოლოდ დასაბუთებული, არგუმენტირებული და დადასტურებული ფაქტები შეიძლება გახდეს სათანადო გადაწყვეტილებების და განცხადებების საფუძველი. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი განცხადებები შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობის გამო დაზარალებული მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ეროვნული საბანკო სექტორის სახით მისთვის „განტევების ვაცის“ შეთავაზება.
ჩვენ ყველამ, ქვეყნის მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა, ძალიან კარგად ვიცით, რომ პრობლემები, რამაც ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოიწვია, ბევრად სერიოზული და ფუნდამენტურია - ეს არის პრობლემები ეკონომიკაში, განპირობებული რიგი საგარეო თუ საშინაო ფაქტორებით.
უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც ბიზნეს სექტორი აქტიურად საუბრობს ეკონომიკის სტიმულირებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე, როგორიცაა: მოგების გადასახადის გაუქმება, კერძო საპენსიო სისტემის რეფორმა, საფონდო ბირჟების განვითარება, კაპიტალის ბაზრების ხელშეწყობა და სხვა.
ამ ფონზე ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და აუხსნელია საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ, რომლის ძირითადი არსი ეროვნული ბანკისაგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის დისტანცირებაა.
თუ გავიხსენებთ უკანასკნელ პერიოდში რიგი ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, საბანკო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის ხელმიუწვდომლობაზე, ზემოხსენებული საკანონმდებლო ინიციატივა შეიძლება აღქმული იქნას პირდაპირ საფრთხედ საბანკო საიდუმლოების გარანტიებისათვის, რაც თავისთავად წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნებისმიერი ქვეყნის საბანკო სისტემის წარმატების ქვაკუთხედს.
ამგვარი ინიციატივით, სრულიად უსაფუძვლოდ, ნაჩქარევად და დაუსაბუთებლად კიდევ ერთხელ ვაყენებთ დარტყმის ქვეშ ქართულ საბანკო სექტორს, რომელიც წლების განმავლობაში ყველაზე წარმატებული და მდგრადი სექტორი გახლდათ, რომლის პარტნიორები და დამფუძნებლები ხშირად მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები არიან და რომელთა მეშვეობითაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მოხერხდა.
პარლამენტში მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ საბანკო სისტემას არ უქმნის პრობლემას, ის დიდწილად აზიანებს ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, რომლის ფორმირებას ხშირად წლები და ათწლეულები სჭირდება.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებამდე, კიდევ ერთხელ მოხდება შექმნილი ვითარების სრული საფუძვლიანი ანალიზი, რათა თავიდან აცილებულ იქნას ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება და პრობლემების გადაჭრისათვის მოიძებნოს სხვა რაციონალური გზები."- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა