გიორგი კვირიკაშვილმა ლუდი „კალტენბერგის“ პირველად ჩამოსხმის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:52, 23 May, 2015     1589
23 მაისს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლილოში მდებარე „კასტელის“ ლუდის ქარხანაში ბავარიული სამეფო ლუდის „კალტენბერგის“ საქართველოში პირველად ჩამოსხმის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებაშიმონაწილეობდა ბავარიის პრინცი ლუიპოლდრუპრეჰთ ჰაინრიხი (LuitpoldRupprechtHeinrichPrinz), რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ბავარიის პრინცმა ლუიპოლდრუპრეჰთჰაინრიხმა დაათვალიერეს ლილოში მდებარე „კასტელის“ ლუდის ქარხანა, სადაც გერმანული ტექნოლოგიების დაცვით ლუდი „კალტენბერგის“ ჩამოსხმა დაიწყო.

საქართველოს ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სასიხარულოა, რომ საქართველოში შემოდის ისეთი ცნობილი ლუდი, როგორიცაა კალტენბერგი. განხორციელდა 3,5 მილიონი ევროს ინვესტიცია ადგილობრივ პარტნიორთან, ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან ერთად. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ „კასტელის“ ლილოს ქარხანაში 300-მდე ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, დაგეგმილია, რომ „კალტენბერგის“ სავაჭრო ნიშნით საქართველოში მოხდება სარესტორნო ქსელის განვითარებაც, რაც, საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებით, უფრო მეტ ინვესტიციას და მეტი ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ნიშნავს.

კომპანია „კასტელმა“ ლილოს ლუდის ქარხნის გადაიარაღებისათვის და უმაღლესი გერმანული სტანდარტების მისაღწევად 3 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოში იგეგმება 5 მილიონი ლიტრი გერმანული სამეფო ლუდი გაყიდვა. ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში დამზადებული ბავარიული სამეფო ლუდის ექსპორტს, სომხეთს და აზერბაიჯანსაც მოიცავს, სადაც საექსპორტოდ გამზადებული ლუდის რაოდენობა ათეულობით მილიონი ლიტრი იქნება.

ბავარიის სამეფო ოჯახი ლუდ „კალტენბერგს“ მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, ბავარიის სამეფო სტანდარტებთან შესაბამისად და „ბავარიული სიწმინდის კოდექსიის“ დაცვით მეთორმეტე საუკუნიდან აწარმოებს. კოდექსი მეთექვსმეტე საუკუნეში, კალტემბერგის სამეფო ლუდის მფლობელი ოჯახის წარმომადგენელმა, ჰერცოგმა უილიამ VI-მ შემოიღო, რომლის აღიარებით ლუდის მხარშველები პირობას დებდნენ, რომ ლუდის მოსახარშად მხოლოდ ნატურალურ და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს გამოიყენებდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42