MDF-ი "ობიექტივის" ეთერში რუსულენოვანი ფილმების გაშვების საკითხის შესწავლას ითხოვს
საზოგადოება - 15:18, 23 May, 2015     1417
მედიის განვითარების ფონდმა 19 მაისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა და მედია-კავშირ "ობიექტივის" ეთერში რუსულენოვანი ფილმების გაშვების დროს მაუწყებლობის შესახებ კანონისა და მარეგულირებლის შესაბამისი დადგენილების დარღვევის ფაქტის შესწავლა მოითხოვა.

2015 წლის 22 მარტს მედია-კავშირ "ობიექტივის" ეთერში ანდრეი კონდრაშოვის ფილმი "ყირიმი - გზასამშობლოსკენ”, ხოლო 3 მაისს ვლადიმერ სოლოვიოვის ფილმი "პრეზიდენტი” რუსულ ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირების განთავსების გარეშე გავიდა.

„მაუწყებლობის შესახებ" კანონის 511თანახმად, "არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული", ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, "კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი(გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით". კომისიის 2009 წლის30 ოქტომბრის N3 დადგენილების თანახმად, "არასახელმწიფო ენაზე (ქართულ და აფხაზურ ენებზე წარმოებული ფილმების გარდა) წარმოებული მხატვრული, ასევედოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში განთავსდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე,ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით".

მედიის განვითარების ფონდი ამასთანავე სთხოვს მარეგულირებელ კომისიას, შეისწავლოს, აქვს თუ არა მედია-კავშირ "ობიექტივს" აღნიშნული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების უფლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42