საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდს „საზღვრის ერთიანი მართვის” თასი გადასცეს
საზოგადოება - 13:37, 23 May, 2015     1147
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდი „საზღვრის ერთიანი მართვის თასის“ გამარჯვებული გახდა. გამარჯვებული გუნდი ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და საქართველოში გაერო-ს ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა დააჯილდოვეს. ელჩებმა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამარჯვებულებს ტურნირის თასი, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა ბარელაძე და ტურნირის ხელშემწყობი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. „საზღვრის ერთიანი მართვის თასის“ ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით წელს პირველად გაიმართა.

ტურნირში იმ უწყებების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც საზღვრის მართვის ერთიან სისტემაში არიან ჩართული. ესენი არიან: შსს-ს საპატრულო პოლიციის ეპარტამენტი, შსს-ს სასაზღვრო პოლიცია, შსს-ს აკადემია და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. ტურნირი შსს-ს აკადემიაში, ოლიმპიური სისტემით გაიმართა. მეორე ადგილი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდმა მოიპოვა, მესამე ადგილზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის გუნდი, ხოლო მეოთხე ადგილზე შსს-ს აკადემიის გუნდი გავიდა.

საზეიმო ღონისძიებაზე ყველა გუნდის წევრებს შესაბამისი სიგელები გადაეცათ. ტურნირის მიზანი იყო საზღვრის ერთიანი მართვის ხელშეწყობა საქართველოში და ამ სფეროში უწყებათშორისი თანამშრომლობის მხარდაჭერა. ორგანიზატორები ტურნირის მომდევნო წლებში ჩატარებას, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ამ სფეროში მომუშავე უწყებების გუნდების მოწვევასაც გეგმავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42