დავით ნარმანიამ ლოკომოტივის სტადიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საზოგადოება - 13:36, 23 May, 2015     1264

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი ლოკომოტივის) სტადიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სტადიონის რეაბილიტაცია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი - 2015“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია სტადიონის ეზოს კეთილმოწყობა, ასფალტის საფარის გამოცვლა, ბორდიურების მოწყობა და საკომუნიკაციო ჭების ნიშნულზე მოყვანა.

„იქედან გამომდინარე, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება, გადავწყვიტეთ მიმდებარე ტერიტორია მოვაწესრიგოთ. ხდება გზის საფარის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ვვარაუდობთ, რომ 20 ივნისისთვის აქ სამუშაოები დასრულდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საგზაო სამუშაოები 20 000 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს. სტადიონის გარშემო მიმდებარე გზის რეაბილიტაციის ფარგლებში მოიხსნა ასფალტის ძველი საფარი, მიმდინარეობს ინერტული მასალის შეტანა ასფალტის საფარის ქვედა ფენის დასაგებად; პარალელურად მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობა. პროექტის მიხედვით ბოლო ეტაპზე დაიგება ასფალტის საფარის ზედა ფენა.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამასხურის დაკვეთით შპს „ენკო“ ასრულებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1 000 000 ლარია გათვალისწინებული.

თბილისის მერთან ერთად დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ, გიორგი სოლომონიამ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ და ვაკის გამგებელმა ლაშა აბაშიძემ დაათვალიერეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42