აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებული პარტნიორობის კვირეული მიზნად ისახავს გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვას და თანამშრომლობის გაღრმავებას პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის ზრდას ისეთ მიმართულებებში როგორიცაა ინკლუზიური ინფრასტრუქტურა, ინოვაციური ტექნოლოგიები, ჯანდაცვა და განათლება.
ცოდნის პარტნიორობის კვირეული მოიცავს რამდენიმე სესიას შემდეგ თემებზე: ქალაქის ინტერგირებული დაგეგმარება; საქალაქო, მწვანე ინფრასტრუქტურა და მდგრადი განვითარების საკითხები; ახალი ტექნოლოგიები ურბანული განვითარების პროცესში; ურბანული ტრანსპორტი; მდგრადი ენერგეტიკა - გენერირება, გადაცემა, განაწილება.
ცოდნის პარტნიორობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა დონეზე, სადაც აზიის განვითარების ბანკი მონაწილეებს წარუდგენს საკუთარ კონცეფციას და მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, განისაზღვრება პარტნიორი ქალაქების საჭიროებები, დაიგეგმება თანამშრომლობის სფეროები და გრძელვადიანი პროექტების სტრატეგია.
მასალის გამოყენების პირობები






