UG - ლიმესის სკოლა სრულიად ახალი სივრცეა მათთვის, ვისაც ელექტრონულ და რობოტექნიკურ სამყაროში, ახალი იდეების წარმოჩენა და კარგად განხორციელება სურს. საქართველოს უნივერსიტეტის UG -ლიმესის გუნდი ელექტრონიკის შემეცნებას ნებისმიერი მოსწავლისთვის ხდის ხელმისაწვდომს. ამ ეტაპზე საქართველოს უნივერსიტეტის რობოტექნიკისა და ელექტრონიკის სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს ინოვაციური პროდუქტების შექმნის პროცესი.
ასევე მნიშვნელოვანია პირველი მობილური აპლიკაციების ტრენინგ-ცენტრი საქართველოში, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტში კომპანია ლემონდუსთან თანამშრომლობის ფარგლებში დაარსდა და დეველოპერებს, IOS-ისა და Android-ის პროგრამირებისთვის, სრულყოფილ სასწავლო კურსს სთავაზობს. UG Lemondo-სტრენინგ-ცენტრი სწავლების თვალსაზრისით უნიკალურია, რადგან პირველი პრეცედენტია, როცა პროცესში ერთდროულად ერთვება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ლიდერი დეველოპერული კომპანია. ტრენინგზე რეგისტრაციის დასრულების შემდგომ საქართველოს უნივერსიტეტის UG–Lemondo-ს ტრენინგ ცენტრში მობილური აპლიკაციების შექმნის პროცესი დაიწყება.
საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლა იმითაც გამოირჩევა, რომ ერთადერთია საქართველოში სადაც საერთაშორისო აკადემიები სასწავლო პროგრამაშია ინტეგრირებული, როგორიცაა Microsoft Academy, Cisco Network Academy, Oracle Academy.
აღსანიშნავია, რომ ამ აკადემიებით სარგებლობა საქართველოს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეუძლია და მათ, აკადემიების პროგრამების წარმატებით დახურვის შემთხვევაში, საერთაშორისო სერთიფიკატები გადაეცემათ.
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ისინი წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში უთქვამენ სახელს საკუთარ უნივერსიტეტს.
საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლის კურსდამთავრებული ქეთევან ელიაშვილი ამჟამად გერმანიაში, კომპანია აუდიში 6 თვიან პრაქტიკაზე იმყოფება.
„2009 წელს ჩავაბარე საქართველოსუნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის ბაკალავრიატის პროგრამაზე, სადაც საშუალება მქონდა მესწავლა, როგორც სხვადასხვა დაპროგრამების ენა, ასევე გრაფიკული 2D და 3Dპროგრამები. ამავდროულად, როგორც წარჩინებულ სტუდენტს საშუალება მომცა ჩემმა უნივერსიტეტმა დავსაქმებულიყავი. თავდაპირველად გრაფიკული დიზაინერის და შემდეგ მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის ასისტენტის თანამდებობაზე.
ამჟამად ვსწავლობ საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის სკოლის მაგისტრატურის პროგრამაზე და ამავდროულად გავდივარ 6 თვიან პრაქტიკას გერმანიაში ერთ-ერთ მსხვილ ავტომობილების მწარმოებელ კომპანიაში „აუდი“.
საქართველოს უნივერსიტეტში მიღებული განათლება და სამუშაო გამოცდილება დამეხმარა იმაში, რომ ჩემი ცოდნა თავსებადი ყოფილიყო იმ საერთაშორისო სტანდარტებთან, რომლებსაც საერთაშორისო დამსაქმებლები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ კადრების შერჩევისას.“ აცხადებს ქ. ელიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






