"დოიჩე ველემ" საქართველოთი გერმანული ბიზნესის დაინტერესებაზე სიუჟეტი მოამზადა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:33, 22 May, 2015     1443

"დოიჩე ველემ" საქართველოთი გერმანული ბიზნესის დაინტერესებაზე სიუჟეტი მოამზადა. გერმანული ტელეკომპანიის სიუჟეტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად რთული ეკონომიკური პრობლემებისა, გერმანული კომპანიები საქართველოს კავკასიაში ბაზრების კარიბჭედ მიიჩნევენ.

საქართველოში გერმანიის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი მარტინა შვარცი აღნიშნავს, რომ მოსხლეობის პროევროპულ განწყობას ქვეყანაში ევროპის საქმიანობაც აძლირებს.

"ეს მართლაც დასავლეთისკენ ორიენტირებული ქვეყანაა. ცოტა ხნის წინ აქ გაიმართა ევროპის დღეები, ევროპა აქ ძალიან ბევრს აკეთებს, რაც აძლიერებს მოსახლეობის პრო-ევროპულ განწყობას", - აღნიშნავს მარტინა შვარცი.

გერმანიის ბიზნესაოციაცია 140 ქართულ და გერმანულ ფირმას აერთიანებს. სიუჟეტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირთან შეერთებას იმედოვნებს, ხოლო მას შემდეგ, რაც გასულ წელს, ქვეყანამ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, ბევრი სავაჭრო ურთიერთობები დამყარდა.

„დოიჩე ველეს“ სიუჟეტში ასევე ნაჩვენებია, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი კომერციული ცენტრის მშენებლობა. მშენებლობაში ჩართულია უმსხვილესი გერმანული კომპანია "კნაუფი", რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია. სიუჟეტის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა გასულ წელს 4,7%-ით გაიზარდა და ამაში სამშენებლო ინდუსტრიას ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის.

"ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შემდეგ ადვილი გახდა, საქართველოში წარმოებული საქონელი ევროპაში გავყიდოთ, რაც დამატებითი მოტივაციაა ინვესტორებისთვის", - აღნიშნავს სიუჟეტში "კნაუფის" გენერალური დირექტორი საქართველოში გიორგი ჯაფარიძე.

სიუჟეტის გადაღებისას მარტინა შვარცი ასევე "ნატახტარის" ლუდსახარშს ესტუმრა, სადაც რამდენიმე სახეობის ლიცენზირებული გერმანული ლუდი, მათ შორის, "ეფესი" იხარშება.

"ჩვენს ქვეყანას კარგი სამომავლო პერსპექტივა აქვს ევროკავშირთან ერთად. ხალხს იმედი აქვს, რომ უკეთესად ვიცხოვრებთ და საცხოვრებელი პირობების მაღალი სტანდარტები გვექნება", - აცხადებს "ნატახტარის" თანამშრომელი გიორგი ფსუტური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42