„ლიბერთი ბანკს“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ყიდულობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:23, 21 May, 2015     3260
„ლიბერთი ბანკს“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ყიდულობს. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტივების შესწავლის პროცესი პატარკაციშვილის ოჯახის მხრიდან, რომელსაც ამ გარიგებაში ორი პიროვნება – გიორგი კალანდარიშვილი და ირაკლი რუხაძე წარმოადგენენ.

რამდენიმე დღის წინ ლადო გურგენიძემ „კომერსანტს“ დაუდასტურა, რომ ლიბერთის სამეთვალყურეო საბჭოდან მიდის.

გურგენიძის საბჭოდან ვადამდე (სამუშაო კონტრაქტი 2015 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა) გასვლის და წევრებად ირაკლი რუხაძის და გიორგი კალანდარიშვილის შეყვანის საკითხებს, აქციონერები 19 ივნისის საერთო კრებაზე განიხილავენ.

ორივე დასახელებული პიროვნება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

გიორგი კალანდარიშვილი ბადრი პატარკაციშვილის ,,სტანდარტ ბანკის" გენერალური დირექტორი იყო ბანკის გაყიდვამდე.

რაც შეეხება ირაკლი რუხაძეს, ის ”სელფორდ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი იყო. "სელფორდ ჯორჯია" ფონდებისა და ინვესტიციების მმართველი კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი ლონდონში მდებარეობს. სწორედ ის მართავდა პატარკაციშვილის აქტივებს. მათ შორის ტელეკომპანია "იმედსაც".

„ლიბერთი ბანკის“ ძირითადი აქციონერი დინუ პატრიჩიუ იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში, 19 ივნისამდე რჩებიან ლადო გურგენიძე, რომელიც ბანკის აქციათა 7,33%-ის მესაკუთრეა, ასევე აქციათა 25,7%-ის მფლობელი მალიკ იშმურატოვი, 9,31%-ის ბენეფიციარი ალექსეი იუსფინი და ასევე მეოთხე წევრი, მარტინ პოლ გრემი.


წყარო commersant.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42