სანდო წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცმა, სკოლის მოსწავლეზე - 14 წლის მცირეწლოვან გოგონაზე ძალა იხმარა, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ "პა-სი"-ში მოხდა.
აღნიშნულ ინფორმაციას დაზარალებული გოგონას მეგობარი ადასტურებს, ჩვენ გოგონას მეგობრის კომენტარს უცვლელად გთვაზობთ: (საუბრის სტილი დაცულია)
"ჩემს საუკეთესო მეგობარს, დიდი სტრესის გადატანა მოუწია, ცხოვრება დაუნგრიეს. მან მის მომავალს დაღი დაასვა, იმ დღეს ვწყევლი, როცა ეს შემთხვევა მოხდა. მოზარდს, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, საკუთარმა მამამ თავი გადახოტრა და ფიზიკურად გაუსწორდა, ჩემივე ინფორმაციით, გოგონა საკუთარმა ბებიამ მასთან ავანგარდში წაიყვანა. მე როგორც ჩემი მეგობრის მეგობარმა, მინდა გოგონას მამას მოვუწოდო, თვალი გაახილოს და მის შვილს კი არა, იმ მოძალადეს გაუსწორდეს", - აცხადებს დაზარალებული გოგონას მეგობარი.
ჩვენ უფრო სიღრმისეული დეტალების გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ, რადგან საქმე სკოლის მოსწავლეს ეხება.
კონფიდენციალობის მიზნით, ჩვენი რედაქცია დაზარალებული გოგონას სასწავლო დაწესებულებისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებისაგან შეგნებულად თავს ვიკავებთ.
ცნობისთვის: დაზარალებული გოგონას დედა საქართველოში არ იმყოფება.
წყარო: http://pktv.ge/
მასალის გამოყენების პირობები