როგორი იქნება მირზა შაფის ქუჩა - ესკიზები გამარჯვებული კომპანიისგან
საზოგადოება - 15:15, 21 May, 2015     3279
მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზურ პროექტზე თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „აპოლო გ.ს.“-ს მიერ გამოცხადებული ერთობლივი საჯარო კონკურსის გამარჯვებული გამოვლენილია.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა - ნინო ღოღობერიძემ განაცხადა, რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ, საკონკურსო კომისიამ ღია კონკურსის ფორმით, ანონიმურობის პრინციპის დაცვით, გამოავლინა გამარჯვებული ესკიზური პროექტი, რომელიც არქიტექტურულ კომპანია „დემარკს“ ეკუთვნის (არქიტექტორი ვლადიმერ აბრამიშვილი). გამარჯვებულ პროექტს ინვესტორი კომპანია 20 000 აშშ დოლარით დააჯილდოვებს.

არქიტექტურის სამსახურის უფროსის თქმით, გარკვეული კორექტირების შემდეგ გამარჯვებული ესკიზური პროექტი მიიღებს საბოლოო სახეს და ისტორიული მირზა შაფის ქუჩის ტერიტორიაზე განხორციელდება.

გამარჯვებული პროექტის უპირატესობებს შორის ნინო ღოღობერიძე სივრცეების გადანაწილების თვალსაზრისით სწორ კონცეპტუალურ მიდგომას ასახელებს. „არქიტექტურული გადაწყვეტა არის სწორი, პროექტმა შეიძლება უზრუნველყოს ის, რაც მერიის შეხედულებითაც აუცილებელია, რომ ეს არ უნდა იყოს დომინანტი ობიექტი იმ ტერიტორიისთვის, ეს უნდა იყოს რელიეფთან აბსოლუტურად შერწყმული ფონური შენობა,“- განაცხადა ნინო ღოღობერიძემ. მისი თქმით გამომდინარე იქიდან, რომ გამარჯვებულ პროექტს სწორი კონცეფცია აქვს, ამ მითითებების გათვალისწინებით პროექტი გადამუშავდება და გაივლის ყველა იმ პროცედურას, რომელიც განაშენიანების რეგულირების გეგმას სჭირდება შეთანხმებისთვის.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კონკურსზე წარმოდგენილი ესკიზები თბილისის საკრებულოს ფოიეში მიმდინარე წლის 8 მაისს გამოიფინა. დამსწრე საზოგადოებას იქვე შეეძლო საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. აღსანიშნავია, რომ ხმათა უმეტესობა სწორედ გამარჯვებულმა პროექტმა დააგროვა.
კონკურსის მიზანი იყო თბილისში, მირზა შაფის ქუჩის, კერძოდ, შპს „აპოლო გ.ს.“-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განვითარების ქალაქგეგმარებითი, სივრცითი და მოცულობითი საუკეთესო გადაწყვეტის გამოვლენა. კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ნებისმიერ არქიტექტორს, ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს. კონკურსის მიმართ დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო, თუმცა, საკონკურსო პირობები მხოლოდ 9 მონაწილემ დააკმაყოფილა.
შემოსული განაცხადებიდან საკონკურსო კომისიამ 3 საუკეთესო ესკიზური პროექტი გამოავლინა, საიდანაც ერთმა ნამუშევარმა გაიმარჯვა.
კომისიის შემადგენლობაში თბილისის მერიის წარმომადგენლების გარდა, იყვნენ საჯარო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42