ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილის არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ლარის კურსზე ექსპერტების თუ სხვა ავტორიტეტის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებას მნიშვნელოვა აქვს და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.
ამის შესახებ მესტვირიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ეროვნული ბანკის გასული წლის ანგარიში წარადგინა.
„მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის დროს, ნებისმიერ განცხადებას აქვს კურსზე გავლენა. ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოზომილი განცხადებები გავაკეთოთ. არის ხოლმე კრიტიკა, თუ რატომ არ ვსაუბრობთ ყოველ დღე ამაზე. ნებისმიერ ჩვენს განცხადებას აქვს კურსზე გავლენა. თუმცა, არა მარტო ჩვენს განცხადებას, ასევე ექსპერტების თუ სხვა ავტორიტეტის მქონე პირების განცხადებებს აქვს გავლენა კურსზე და ეს ყველას გვესმოდეს", - განაცხადა მესტვირიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






