სტუდენტებისთვის ახალი პროექტი „ახალგაზრდები თვითმმართველობისთვის“ დაიწყო
საზოგადოება - 11:15, 21 May, 2015     801
ქ.თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ინტელექტუალური პოტენციალის განვითარების ხელშეწყობისათვის, დემოკრატიული გარემოს შექმნისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის, პროექტი „ახალგაზრდები თვითმმართველობისთვის“ დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს დედაქალაქში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სპეციფიკის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, მიღწევების, გამოწვევების გაცნობასა და საგანმანათლებლო ხასიათის ლექცია-სემინარების მოწყობას, რაც სტუდენტების თვითმმართველობის პროცესში გააქტიურებას, პროფესიის უკეთ დაუფლებასა და მათ საზოგადოებრივ აქტივობას შეუწყობს ხელს.

„ახალგაზრდები თვითმმართველობისთვის“ პროექტის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, „TBC”-ფეის გენერალურმა დირექტორმა დავით კენჭაძემ სტუდენტებთან ღია ლექცია გამართა, თემაზე „21 წესი ცხოვრებაში და კარიერაში წარმატების მისაღწევად“.

შეხვედრას ქ.თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე და საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც გიორგი არეშიძემ განაცხადა, „დღევანდელი ლექცია საკმაოდ აქტუალურ თემას შეეხებოდა და მოხარული ვარ, რომ საზოგადოებაში დიდი დაინტერესება გამოიწვია. პროექტის „ახალგაზრდები თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში მსგავსი ლექცია-სემინარები პერმანენტულად გაიმართება, რაც დაეხმარება სტუდენტებს პროფესიულ წინსვლაში“ - აღნიშნა გიორგი არეშიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42