დავით ნარმანია და დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია “პან პლან”-ის დირექტორს შეხვდნენ
საზოგადოება - 09:55, 21 May, 2015     1259
თბილისის მერი დავით ნარმანია და ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ქალაქების ურბანულ განვითარებაზე მომუშავე კომპანია “პან პლან”-ის გენერალურ დირექტორს, ავსტრიის ინფრასტრუქტურის განვითარების ყოფილ მინისტრს პიტერ შნაიდერს შეხვდნენ.

შეხვედრაზე თბილისის გენერალური გეგმის მოსამზადებელ სამუშაოებსა და გამოცხადებულ კონკურსზე ისაუბრეს. თბილისის მერმა პიტერ შნაიდერს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გენერალური გეგმის მოსამზადებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა. გარდა ამისა, დავით ნარმანიამ შესთავაზა პიტერ შნაიდერს, ჩაერთოს ჟიურის მუშაობაში და მისი კომპეტენციის ფარგლებში მერიას გენერალური გეგმის განვითარებაში დაეხმაროს. შეხვედრაზე გენერალური გეგმის მომზადების პროცესის ზედამხედველობაზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ შესაბამისი პროცედურების დაცვით, “პან პლან”-თან თანამშრომლობა ასევე შესაძლებელია.

„პიტერ შნაიდერი არის ძალიან გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტი. ის ურბანული განვითარების მიმართულებით თავის გამოცდილებასა და შესაბამის ფინანსურ რესურსებს გვთავაზობს, რაც ავსტრიის განვითარების სააგენტოდან შეიძლება მოვიზიდოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ქალაქის ურბანული განვითარების გეგმასთთან დაკავშირებით ძალიან დიდი ინტერესია. გამოცხადებულია კონკურსი წინადადებების წარდგენაზე პროექტზე სამუშაოდ. იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ, დავეხმაროთ თბილისის მუნიციპალიტეტს ამ საქმეში“, - განაცხადა პიტერ შნაიდერმა.

შეხვედრას თბილისის მერთან და ვიცე-მერთან ერთად, თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი ირაკლი ბერეკაშვილი, არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე და გამწვანების სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42