ხვალ, განათლების სამინისტროსთან მშობელთა საინიციატივო ჯგუფი აქციას გამართავს
საზოგადოება - 21:21, 20 May, 2015     1636
ხვალ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, 12:00 საათზე, მშობელთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით აქცია გაიმართება. მშობელთა საინიციატივო ჯგუფი თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებას აპროტესტს და პარლმენტისგან მოითხოვს, გაითვალისწინონ, პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება.

,,ჩვენი მიზანია, ხმა მივაწვდინოთ პარლამენტის წევრებს - 27 მაისს, სასკოლო ასაკთან დაკავშირებული საკანომდებლო ინიციატივის მეორედ განხილვის დროს, გამოიჩინონ გულისხმიერება, გაითვალისწინონ პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება და იხელმძღვანელონ საკუთარი პრინციპით. მიღებული მითითების მიუხედავად, მინისტრი სანიკიძე არ ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას და, ჯიუტად, საკითხს ამოწურულად მიიჩნევს. გახმოვანებული არგუმენტი წინა სასკოლო მზაობის პროგრამების შესახებ მორიგი ტყუილი აღმოჩნდა“ - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციაზე მიწვეული არიან კანონპროექტის ინიციატორი, ფსიქოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების ცნობილი სახეები.

აქციის როგანიზატორთა თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ შიდა მოლაპარაკების საფუძველზე, საკუთარი პოზიციის საპირისპიროდ, არჩევანი გააკეთა განათლების მინისტრის პოზიციის სასარგებლოდ.

,,დაზარალებულია 20000-მდე ბავშვი. საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამინისტროს ინტერესი ამ სიტუაციაში ერთადერთია - ბიუჯეტში დაზოგოს 8 მლნ. ლარი, ეს გადაწყვეტილება კი ძალიან ცუდად აისახება ბავშვების მომავალზე.

27 მაისს საკანონმდებლო ინიციატივა, რადგან ის პირველი მოსმენით მიღებულია, დამატებითი პროცედურების გარეშე კვლავ გადის მეორე მოსმენაზე, ამიტომ მშობელთა საინიციატივო ჯგუფი, კიდევ ერთხელ, განათლების სამინისტროდან მოუწოდებს პარლამენტარებს, გაითვალისწინონ მათი თხოვნა და კენჭისყრაზე საკუთარი თანხმობით წერტილი დაუსვან განათლების მინისტრის გაუაზრებელ ახირებას“ - აცხადებენ მშობლები.

საკონტაქტოპირი: 551969939 თინათინ სამყურაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42