კომპანია „მცხეთის წყალი“ სემეკის მიერ დადგენილ ახალ ტარიფებს არ ეთანხმება
საზოგადოება - 19:09, 20 May, 2015     1672
კომპანია „მცხეთის წყალი“ არ ეთანხმება სემეკის მიერ დადგენილ ახალ ტარიფებს, რადგან კომისიამ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახელმწიფოსა და კომპანიას შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სატარიფო ცვლილება.

სემეკის გადაწყვეტილებით, შპს „მცხეთის წყლის“ მრიცხველის მქონე საყოფაცხოვრებო აბონენტებს ტარიფი 1 მ3 სასმელი წყლის მიწოდება-გატარებისთვის 0,10 ლარიდან-0.204 ლარამდე გაეზარდათ, ნაცვლად ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული 0.295 ლარისა. რაც შეეხება გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მათთვის ფიქსირებული სულადობრივი გადასახადი არ შეცვლილა და დარჩა 2.40 ლარი, ნაცვლად ხელშეკრულებით განსაზღვრული 3.50 ლარისა.

სემეკმა „მცხეთის წყლის“ ტარიფების დადგენისას, არ გამოიყენა კანონით („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, თავი მე-3, მუხლი მე-11) მინიჭებული უფლებამოსილება და არ გაითვალისწინა სახელმწიფოს მიერ დადებული გარიგება. ამ გადაწყვეტილებით დაირღვა ნასყიდობის ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ აღებული ტარიფის ცვლილების ვალდებულება

შპს „მცხეთის წყლისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელი კომპანია არის პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი არასაფინანსო ინსტიტუტი ქვეყანაში, რომელმაც წამოიწყო საერთაშორისო საფინანსო ბირჟაზე (IPO) გასვლის პროცესი, რაც თავისთავად ნიშნავს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. სემეკის გადაწყვეტილება აფერხებს ამ მნიშვნელოვან პროცესს, რაც ასევე ხელს უშლის დარგის განვითარებას და ნეგატიური კუთხით წარმოაჩენს საინვესტიციო გარემოს.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ელის ხელისუფლების პოზიციას სემეკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და, თავის მხრივ, გეგმავს აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო დონის კონსულტანტების ჩართვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42