„ვერსიის“ კითხვაზე, არის თუ არა ახალი ინფორმაციები სოფიკო ლოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით? პეტრა დეტჩერი ამგვარად პასუხობს:
-როგორ მოხდა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გასარკვევია. კითხვებზე ჯერჯერობით კონკრეტული პასუხები არ გვაქვს, ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვამს არ ეტყობა ძალადობის კვალი. თუმცა ძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით.
სოფიკო მართლა ვენაში ცხოვრობდა?
დიახ ვენაში ცხოვრობდა და ის მართლაც მიემგზავრებოდა ლინცში გერმანულის კურსებზე.
დადასტურდა, რომ ხშირად მგზავრობდა ასე შორს?
დიახ, ეს არ იყო მისი პირველი მგზავრობა, იგი მართლაც ხშირად მოძრაობდა ლინცის მიმართულებით.
და რატომ დადიოდა ასე შორს, სამუშაო და საცხოვრებელი ბინიდან 220 კილომეტრის მოშორებით?
არ ვიცი, ნამდვილად ვერ გიპასუხებთ. გამოძიება ყველაფერს დაადგენს. ყველა დავკითხეთ: ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები და ჯერ-ჯერობით ამაზე ვერ გიპასუხებთ. არ ვიცით რატომ დადიოდა ქალაქ ლინცში სასწავლებლად და ვერც იმას გეტყვით, იმ ეტაპზე რატომ იმყოფებოდა სოფიკო ქალაქ გრაინში.
როგორ მიაკვლიეთ მის ცხედარს?
გამვლელმა მამაკაცმა მდინარე დუნაის სანაპიროზე სეირნობისას შენიშნა ქალის უსიცოცხლო ცხედარი და სასწრაფოდ დარეკა პოლიციაში. დეენემის ანალიზმა და ობდუქციის (გვამის გაკვეთა) ჩატარებამაც დაადასტურა, რომ გვამი სოფიკოს ეკუთვნის. ტარდება ტოქსიკური ანალიზი და რამდენიმე კვირაში იქნება პასუხი.
წყარო "ვერსია"
მასალის გამოყენების პირობები






