დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას მეუღლე თიკა თინიკაშვილი თბილისში არსებული პრობლემებიდან ყველაზე მეტად ყურადღებას საცობებზე და ეკოლოგიაზე ამახვილებს.
თინიკაშვილთან ინტერვიუს ჟურნალი „რეიტინგი“ ავრცელებს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
თბილისში არსებული პრობლემებიდან ყურადღებას რაზე გაამახვილებდით?
- საცობებსა (რაც ძალიან რთული მოსაგვარებელია) და ეკოლოგიაზე. თითოეული ბინისთვის გამოყოფილი დამლაგებელი და ნაგვის ურნა ვერაფერს შეცვლის, სანამ თითოეული ადამიანი არ გააანალიზებს, რამდენად მნიშვნელოვანია სანიტარიული ნორმების დაცვა. თუ ევროპაში შესვლა გვსურს, კულტურა უნდა შემოვუშვათ ჩვენს გონებაში. შეიძლება, გამოსავალი ჯარიმებში იყოს. როცა ადამიანმა იცის, რომ კონკრეტული ქმედებისთვის დაისჯება, მისი განხორციელებისგან თავს შეიკავებს.
- დედაქალაქში ორმოები მომრავლდა. გადაადგილებისას ხელს არ გიშლით?
- ასეთ საკითხებს ნუ შევეხებით.
- ფეხით თუ დადიხართ ხოლმე? ქუჩაში ხალხს ხომ არ ესაუბრებით?
- ფეხით ხშირად დავდივარ. გზაში იშვიათად მცნობენ, თუმცა მე ყოველთვის მზად ვარ ადამიანებთან საუბრისთვის, მათი გასაჭირის მოსასმენად. სოციალურ ქსელში მიკავშირდებიან და დახმარებას მთხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






