დავით ნარმანია მშენებლობისა და ინტერიერის მე-20 საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
საზოგადოება - 15:02, 20 May, 2015     1097

თბილისის მერი დავით ნარმანია მშენებლობისა და ინტერიერის მე-20 საერთაშორისო გამოფენას დაესწრო. გამოფენა სახელწოდებით “Caucasus Build 2015” 20-23 მაისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა. თბილისის მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

„ეს გამოფენა თბილისში მეოცედ იმართება, მაგრამ ასეთი მასშტაბური არასდროს ყოფილა. გამოფენაზე 21 ქვეყნის 200-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი. ღონისძიება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მშენებლობასა და ინტერიერის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებია წარმოდგენილი. გამოფენაზე ძალიან ბევრი ვიზიტორი ჩამოვიდა სხვადასხვა ქვეყნიდან და მსგავსი ღონისძიებები თბილისს სულ უფრო მეტად სძენს რეგიონის ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამოფენაზე წარმოდგენილია თურქეთის, პოლონეთისა და ირანის ნაციონალური სტენდები, ასევე, ღონისძიების პარალელურად ჩატარდება გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მიერ ორგანიზებული "Expo Germany, სადაც წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი გერმანული კომპანია.

“Caucasus Build” 2015-ზე წარმოდგენილი იქნება სამშენებლო ტექნიკის ფართო სპექტრი, ადგილობრივი და უცხოური კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ სამშენებლო მასალებს (ბლოკები, ბორდიურები, ქვაფენილები და სხვა), გზების სარეაბილიტაციო ტექნოლოგიებს (ასფალტის ფრიზების, ცივი და ცხელი რეციკლირების, გზის მარკირების მანქანები), გამოფენა ასევე მოიცავს ინოვაციურ და უნიკალურ ტექნოლოგიებს სამშენებლო სისტემებში.

წელს პირველად გამოფენაში მონაწილეობს ლატვიური კომპანია Inspect Latvia, რომელიც უდიდესი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოა სამშენებლო სფეროში და გასცემს ევროპის ყველა ქვეყანაში აღიარებულ სერტიფიკატებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42