ექსკლუზივი: ქლორის გაჟონვის შედეგად მოსახლეობა მოიწამლა - აქცია ზუგდიდში
საზოგადოება - 12:45, 20 May, 2015     1693
ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა „ნიუპოსტს“ განუცხადეს, რომ რამდენიმე დღის წინ წერეთლის ქუჩაზე ყოფილი ღვინის ქარხნის შენობაში უცნობმა პირებმა ქლორის ერთტონიანი ავზი შეიტანეს, საიდანაც დიდი ოდენობით ქლორის გაჟონვა მოხდა, რის შედეგადაც მართი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მოიწამლა.

აქციის მონაწილეები „ნიუპოსტსთან“ საუბრისას განმარტავენ, რომ ქლორის გაჟონვის შემდეგ ისინი სასუნთქი გზების უკმარისობას, წვას და მოწამვლის აღმნიშვნელ სხვა ნიშნებს უჩივიან. მათივე თქმით, ქლორის გაჟონვის შედეგად ეზოებში სხვადასხვა სახის ნარგავები გაუნადგურდათ.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ქლორის ავზი, რომელიც უცნობმა პირებმა ძველი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე შეინახეს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან არის გამოტანილი და სავარაიუდოდ იგი ჯართში ჩასაბარებლად იყო განკუთვნილი. ამ ავზით საბჭოთა კავშირის დროს, მდინარე რეჩხისწყლის დაქლორვა ხდბოდა, რომელიც შემდგომში სასმელი წყლის სახით, მთლიანად გალის რაიონს და ზუგდიდის ნაწილს ამარაგებდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რეჩხში განზრახ მოახდინეს ქლორის გაჟონვა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, იმ შემთხვევაში სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

წერეთლის ქუჩის მოსახლეობა ითხოვს, სასწრაფოდ მოხდეს ქლორის ავზის ქალაქიდან გატანა და დაუყოვნებლივ განეიტრალდეს მთელი ქუჩა.

"ნიუპოსტი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება არ მიმდინარეობს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42