სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა 18 მედალი მოიპოვეს
სპორტი - 21:49, 19 May, 2015     2337

19 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს სუმოს ფედერაციის ხელმძღვანელთა პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მიერ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება შეფასდა.

8-10 მაისს ლიტვის ქალაქ შაულიაიში სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. ქართველი სუმოისტები ოთხივე ასაკობრივ კატეგორიაში გამოვიდნენ და 18 მედალი მოიპოვეს - 4 ოქრო, 5 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. უფროსებში, აბსოლუტურ წონაში გიორგი მეშვილდიშვილი ბრინჯაოს, ავთანდილ ცერცვაძე კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. პირად გუნდურში კი მეშვილდიშვილს და ცერცვაძეს გიგა გელაშვილი და გიორგი ფარადაშვილი დაემატნენ და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

23-წლამდელებში ჩემპიონები გახდნენ - გიგა გელაშვილი (+115 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილი (აბსოლუტური). ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს - ზურაბ აქუბარდიამ (-115 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილმა (-115). ახალგაზრდებმა ბრინჯაო მოიგეს გუნდურშიც, სადაც მეშვილდიშვილს და გელაშვილს დაემატნენ გიორგი ფარადაშვილი და ნიკოლოზ სისვაძე.

21-წლამდელებში ჩემპიონები გახდნენ - გიგა გელაშვილი (+115 კგ) და გიორგი ფარადაშვილი (აბსოლუტური), ვერცხლი მოიპოვეს - ნიკოლოზ სისვაძემ (-100 კგ), გიორგი ფარადაშვილმა (+115 კგ) და გიგა გელაშვილმა (აბსოლუტური). ბრინჯაოს გუნდურ პირველობაში დასჯერდნენ - გიგა გელაშვილი, გიორგი ფარადაშვილი, ნიკოლოზ სისვაძე და შამილ გოგოჭური.

18-წლამდელებმა 4 ბრინჯაო მოიპოვეს - ნიკოლოზ სისვაძემ (-100 კგ), შამილ გოგოჭურმა ორი +100 კგ-ში და აბსოლუტურში. ამათ პირად-გუნდურში დაემატათ დავით რაზმაძე და თანაგუნდელებს ბრინჯაოს მედლის მოპოვებაში დაეხმარა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42