მთრავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ღონიძიებაზე იქნება ავიაშოუს ელემენტები და რუსთაველის გამზირი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწყობილ კუთხეებს დაეთმობა.
„ღონისძიება დაიწყება 12:00 საათზე საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობით, 13:00 საათზე ფიცის დადების ცერემონიალითავისუფლების მოედანზე გაიმართება, გვექნება ავიაშოუს ელემენტები. მთელი დღის განმავლობაში, საღამოს 20:00 საათამდე რუსთაველის გამზირი დაეთმობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწყობილ კუთხეებს.
გუდაურის განვითარების ფონდი მოაწყობს ხელოვნური გათოვლიანების კუთხეს, სადაც იქნება საგუნდაო და საციგურაო ადგილები. იქნება მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა. ვგეგმავთ ჩავატაროთ სხვადასხვა სახის კონკურსები, შეჯიბრებები, გაიმართება მხიარული სტარტები და სხვადასხვა ტიპის კონცერტები. 26 მაისს იქნება ყველაფერი ის, რაც ამ დღეს დაამახსოვრებს მოსახლეობას და შეუქმნის მათ საზეიმო განწყობას“ , - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






