პედაგოგი ნონა ალადაშვილი ხვალ განათლების სამინისტროსთან შიმშილობის აქციას იწყებს
საზოგადოება - 17:27, 19 May, 2015     1497

ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნონა ალადაშვილი ხვალ 12:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრთან, უფლებადამცველ გიორგი თევზაძესთან და ადვოკატ ფრიდონ სიხუაშვილთან ერთად საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინსტროს წინ პრესკონფერენციას გამართავს და შიმშილობის აქციას იწყებს.

უფლებადამცველები, ადვოკატები გიორგი თევზაძე და ფრიდონ სიხუაშვილი შეშფოთებას გამოთქვამენ საჯარო სკოლის მასწავლებლის ნონა ალადაშვილის დევნის გამო და მოუწოდებენ განათლების და მეცნიერების მინისტრს დროულად აღმოფხვრას უკანონობა ნონა ალადშვილთან მიმართებაში.

„სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნონა ალადაშვილმა წარმატებით ჩააბარა სკოლის დირექტორის სასერტიფიკაციო გამოცდა, მიიღო მონაწილეობა ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში, წარმატებით გაიარა ორი გასაუბრება, მაგრამ მესამე გასაუბრებაზე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინსტრომ ნონა ალადაშვილი არ წარადგინა სამეურვეო საბჭოს წინაშე და წარადგინა მისი კონკურენტი, რომელმაც ბევრი კითხვები გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ დაუშვა სამართალდარღვევები ნონა ალადაშვილთან მიმართებაში, ნონა ალადაშვილმა კვლავ მიიღო მონაწილეობა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტოს მიერ გმოცხადებულ კონკურსში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის სკოლის დიერქტორების მოვალეობას ასრულებს არასერტიფიცირებული პიროვნება, რომელმაც არ ჩააბარა გამოცდები. მიუხედავად იმისა, რომ ნონა ალადაშვილი ბრძანდებოდა ერთადერთი კანდიდატი განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ნონა ალადაშვილს უარი უთხრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე წარდგენაზე. განათლების და მეცნიერების სამინისტროს უკანონო გადაწყვეტილებებით აღშფოთებული ნონა ალადაშვილმა გადაწყვიტა დაიწყოს შიმშილობის აქცია საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრთან შეხვდერის და სამართლიანობის აღდენის მოთხოვნით.

უფლებადამცველი, ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, გვერდში დაუდგნენ საჯარო სკოლის მასწაველებელს ნონა ალადაშვილს, რათა ქვეყანაში არ განმეორდეს მასწავლებლების შევიწროების ფაქტები“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42