Global Banking and Finance Review-ის ჯილდოები საბანკო და ფინანსური სფეროს წარმომადგენელ კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით გადაეცემა და ისეთ კრიტერიუმებს ეყრდნობა, როგორიცაა კომპანიის მიღწევები, ინოვაცია, სტრატეგია და პროგრესული ცვლილებები.
ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით კომენტარი გალტ & თაგარტის თავმჯდომარემ გააკეთა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ჯილდოები მიღწევული წარმატებების დასტურია:
„გალტ & თაგარტი მოწოდებულია გაუწიოს მის კლიენტებს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტრანზაქციების შემთხვევაში. ჩვენი საბროკერო მომსახურება მომხმარებელს სთავაზობს შეუდარებელ რეგიონალურ გამოცდილებას და წამყვან ბაზრებზე ვაჭრობის შესაძლებლობას. აღნიშნული ჯილდოები არის ხსენებული მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ &თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში,“ განაცხადა გალტ & თაგარტის თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






