“პოზიცია” საბურთალოს რაიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესს მონიტორინგს გაუწევს
საზოგადოება - 12:51, 19 May, 2015     1188

საბურთალოს რაიონის გამგებლის ინიციატივით შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოები მუშაობას იწყებენ.

საბურთალოს რაიონის ტერიტორიული მართვის სამივე ერთეულის საზოგადოებრივი საბჭოს პირველი შეხვედრა საბურთალოს გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აღნიშნული საბჭოს წევრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია”-ს ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა დემეტრე ცხვიტავამ. როგორც დემეტრე ცხვიტავამ საბურთალოს რაიონის საზოგადოებრივი საბჭოების პირველ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” მონიტორინგს გაუწევს ამორტიზებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სკვერების მოწყობას, სპორტული მოედნების რეაბილიტაციასა და ყველა იმ ძირითად საკითხებს, რომლის მოგვარებაც საბურთალოს რაიონში მცხოვრებლებისთვის ყველაზე პრიორიტეტულია.

როგორც საბურთალოს რაიონის გამგებელმა საბჭოს წევრებს განუცხადა, ის თავად იქნება ანგარიშვალდებული საბჭოების წევრების წინაშე, „რადგან საბჭო, როგორც გამგებელთან არსებული სათათბირო ორგანო, მონიტორინგს გაუწევს თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბიუჯეტის გადანაწილებას, ხარჯვას და მის კომპეტენციაში არსებული სამუშაოების შესრულებას”.

საზოგადოებრივი საბჭოები ექსკლუზიურად მხოლოდ საბურთალოს რაიონის გამგეობაში რაიონის გამგებლის ინიციატივითა და თბილისის მერის გადაწყვეტილებით შეიქმნა. მისი ეფექტურობის შემთხვევაში კი საბჭოების ეს მოდელი დედაქალაქის ყველა რაიონის გამგეობაში დაინერგება.

თითოეული საუბნო სამსახურის მიხედვით დაკომპლექტებულ საბჭოში 21 პირია გაწევრიანებული, რომელთაგანაც ათი პირი ამავე რაიონის მაცხოვრებელია, ორ-ორი წევრი მედია, ბიზნესს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, ხუთი წევრი კი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა, რომელიც უშუალოდ გამგებლის მიერ არის შერჩეული.

საზოგადოებრივი საბჭოების პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების – USAID-ისა და CSI-ს მიერ განხორციელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42