სოფელ გურჯაანში მცოვრებლები მამის მიერ შვილების ცემის ფაქტს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მოძალადე ბავშვებს ფიზიკურად სისტემატიურად უსწორდებოდა.
ისინი გუშინ მომხდარი ფაქტით შეშფოთებულები არიან.
„ბერჯერ გამიგია, რომ ბავშვებს სცემდაო. ვინც მათ ოჯახში შედიოდა, ამბობდნენ ბავშვებს დალურჯებები აღენიშნებათო... უპატიებელი ამბავია, ეს ყველაზე საშინელი რამ მოხდა. რა რა დაუშავეს ბავშვებმა?“, - ამბობემ მოძალადე მამის მეზობლები.
ბრალდებულის მშობლები კი მომხდარს სოციალურ გაჭირვებას უკავშიდრებენ.
„ვერ მუშაობდა ჩემი შვილი და ვერ ინახავდა ბავშვებს. ეს გოგო, რომ მოიყვანა წინააღმდეგი ვიყავი, ორი შვილი ჰყავდა და ამიტომ. რაც ეს გოგო მოიყვანა მათთან არ ვყოფილვარ. ჩემი შვილი გაჭირვებული იყო და რომ ვერ მუშაობდა გარეკა ალბათ...ადამიანი გაჭირვებული, რომ არის მეტი კი არ უნდა“, - ამბობს ბრალდებულის დედა.
შეგახსენებთ, სოფელ გურჯაანში მამაკაცმა სამი მცირეწლოვანი ბავშვი სასტიკად სცემა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ბავშვებს ფიზიკურად რამდენიმე დღის განმავლობაში უსწორდებოდა. როგორც ცნობილია, იგი ბავშვებს თავის არეშე ბლაგვ საგანს ურტყამდა.
ამ დროისთის წლინახევრის, ორწლინახევრისა და 4 წლის ბიჭები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. განსაკუთრებით მძიმეა წლინახევრის ბავშვის მდგომარეობა. მომხდარზე შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება. დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია.
მასალის გამოყენების პირობები






