თბილისის მერი დავით ნარმანია თეირანის ისლამური საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
საზოგადოება - 16:54, 18 May, 2015     1152
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი დავით ნარმანია და ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი ბერეკაშვილი თეირანის ისლამური საბჭოს (საკრებულო) თავმჯდომარეს მაჰდი ჩამრანს შეხვდნენ.

შეხვედრაზე თბილისსა და თეირანს შორის სამომავლო თანამშრომლობასა და დაძმობილების შეთანხმებაზე ისაუბრეს, რომელსაც 19 მაისს მოეწერება ხელი. თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეებისთვის თანამშრომლობა ნაყოფიერი და სასარგებლო იქნება.

სამომავლო თანამშრომლობის კუთხით დავით ნარმანიამ ტურიზმის სექტორი და საინვესტიციო გარემო გამოყო. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მიმდინარეობს სავიზო პროცედურების გამარტივება, რაც საქართველოში კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს. რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს, თბილისის მერის თქმით, საქართველოში მარტივი ადმინისტრაციული პროცედურები და დაბალი გადასახადებია, რაც ინვესტორისთვის ასევე საინტერესოა. ხაზი გაესვა დედაქალაქებს შორის კულტურისა და სპორტის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობას.

"ჩვენ ირანის მხარისგან ორი მიმართულება გვაინტერესებს, პარკირების სფეროში გამოცდილება და ქალაქის იერსახის მოწესრიგება. ჩვენ შეგვიძლია ინვესტორებს მრავალსართულიანი პარკირების პროექტები გადავცეთ. " - განაცხადა შეხვედრაზე დავით ნარმანიამ. თეირანის ისლამური საბჭოს თავმჯდომარემ პროექტების გაცნობის მზადყოფნა გამოთქვა.

მაჰდი ჩამრანის თქმით, ვიზიტი მნიშვნელოვანია და იმედია, დაძმობილების შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერება წარმატებული დასაწყისი იქნება ორ ქალაქს შორის ურთიერთობის განვითარებისა როგორც ეკონომიკური, ისე ყველა დასახული მიმართულებით. "საქართველოსა და ირანს შორის ისტორიული კავშირები არსებობს, რაც ისტორიულ-კულტურული ურთიერთობების შენარჩუნების კარგი საფუძველია. ორი ქალაქის ურთიერთობა კარგი გაგრძელება იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა. აქედან გამომდინარე, თბილისისა და თეირანის დაახლოება დადებით შედეგს გამოიღებს" - განაცხადა თეირანის ისლამური საბჭოს თავმჯდომარემ.

19 მაისს თბილისის მერი თეირანის მერს მოჰამად ბაყერ ყალიბაფს შეხვდება, რომლის დროსაც ხელი მოეწერება თბილისსა და თეირანს შორის დაძმობილების შეთანხმებას. შეთანხმება მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის სფეროებში, საერთო კულტურულ–ისტორიულ ფასეულობათა და ორი ქალაქის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით.

ორდღიანი ვიზიტის დროს თბილისის მერი შეხვედრებს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომის ფარგლებში მართავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42