რა მოხდა ზუგდიდში და რამდენად უსაფრთხოა ქალაქისთვის კონტეინერიდან გაჟონილი ქლორი?
საზოგადოება - 16:29, 18 May, 2015     2040
გუშინ ზუგდიდში მთელი ქალაქის მასშტაბით ქლორის მძაფრი სუნი იგრძნობოდა. ადგილზე ჟურნალისტები დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდენ ვითარებაში გარკვევას. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზუგდიდის ერთერთმა მაცხოვრებლმა ეზო შეწამლა, რის შედგდაც ქლორის სუნი დადგა.

„ნიუპოსტისთვის“ ცნობილი სხვა ინფორმაციაც გახდა, რომლის მიხედვითაც გუშინ უცნობმა პირებმა ზუგდიდში წერეთლის ქუჩაზე არსებული ძველ ღვინის ქარხანაში შეღეწევა და მისი გაძარცვა სცადეს, რა დროსაც ქარხანაში ერთერთი კონტეინერი დაზიანდა და ქლორის გაჟონვა მოხდა.

„როგოც „ნიუპოსტს“ შს სამინისტროში განუცხადეს, ქურდობის ფაქტი არ დაფიქსირებულა და გამოძიება არ მიმდინარეობს.

„ნიუპოსტი“ გარემოს დაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ წერეთლის ქუჩაზე არსებული ძველ ღვინის ქარხანაში ქლორის გაჟონვა მართლაც დაფიქსირდა. უწყების მხრიდან ფაქტზე მოხდა სწრაფი რეაგირება, ადგილზე მივიდა გარემოს დაცვის ინსპექტირების სპეციალური სამმართველოს თანამშრომელები, რომლებმაც ტერიტორია შემოსაზღვრეს და მოსახლეობას ობიექტთან მიახლოება აუკრძალეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, ობიექტი კერძო პირის მფლობელობაშია, რომელიც ქარხნის ტერიტორიაზე, მიწას ტრაქტორით ამუშავებდა. სწორედ ამ დროს მოხდა მიწაში ჩამარხული ქლორის კონტეინერის დაზიანება და აორთქლება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით ობიექტის დათვალიერების შემდეგ დადასტურდა, რომ გაჟონილი ნივთიერება სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის და დამატებითი ღონისძიეების გატარების აუცილებლობა არ გახდა საჭირო.

ობიექტის მეპატრონეს კი გარემოს დაცვის სამინისტროსგან წარედგინა მოთხოვნა, რომ ტერიტორიის გაწმენდა და განეიტრალება შესბამისის სამსახურების დახმარებით უახლოეს პერიოდში თავად უზრუნველყოს, რადგან მსგავსი შემთხვევა შემდგომში აღარ განმეორდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42