„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 16:06, 18 May, 2015     1114

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ სრულად იზიარებს ე.წ. კორტების სპეცოპერაციაზე დაკავებულ პოლიციელთა განცხადებებს, რომ მათი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და დღეს სახელმწიფო პროკურატურის აქტიური მონაწილეობით ებრძვის ადამიანებს, რომლებმაც დანაშაულებრივი სამყარო უმეტესწილად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად წელში გატეხეს.

ამის შესახებ „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ვიზიარებთ კახა ნაკანის განცხადებას, ჩვენ არ გვიომია იმისთვის, რომ საქართველოში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს ბიუსტი გაუხსნან ქვეყნის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა.

„ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობითვის. უბრალოდ საწყენია, რომ სახელმწიფო ასეთ რაღაცას აკეთებს. ცუდია ის, რომ სახელმწიფო ბიუსტებს უდგამს კრიმინალებს იუსტიციის სახლის წინ. საით მიდის ეს ქვეყანა - ამაზე მწყდება გული. მე ამ ქვეყნის გამო ვიომე,“ - განაცხადა კახაბერ ნაკანმა.

დღეს სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა პოლიციის პოლკოვნოკი გიორგი ცააძე და განაცხადა, რომ ზუსტად წუთნახევარი უნდა მისი უდანაშაულობის დამტკიცებას, მას პროკურატურა ედავება საკონტროლო გასროლას, მაშინ როდესაც ყველა ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ცააძის მხრიდან აღნიშნულ სპეცოპერაციაზე გასროლა არ მომხდარა, მოსამართლეს ბრალდებულმა მოუწოდა ეჩვენებინათ ფირი, რომელიც მის უდანაშაულობას ამტკიცებს.

„მხოლოდ სამი მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით აცხადებენ ამას. ეს სამი მოწმე ორ კაცს გვადებს ხელს. მე თითქოს ვისროლე საკონტროლო ტყვია და თაბაგარმა თითქოს ჩადო იარაღი. სპეცოპერაციაზე თაბაგარი საერთოდ არ ყოფილა. პროკურატურამ ის დაკითხა და გაუშვა. რომც ვაღიარო დანაშაული, მაინც გამამართლებთ, რადგან ეს ფირები სახლიდან არ არის მოტანილი,“ - განაცხადა გიორგი ცააძემ.

ვიზიარებთ ირაკლი ფირცხალავას პოზიციას და ჩვენის მხრივ ვადასტურებთ, რომ პროკურატურა დანაშაულებრივ კავშირში შევიდა, როგორც ვაზაგაშვილის ადვოკატებთან, ასევე ბონდო ფუთურიძესთან, 5-ჯერ ნასამართლევ რეციდივისტთან, ედუარდ სინდოიანთან. ხოლო ამ ადამიანების მოსყიდვით, შანტაჟით სისხლის სამართლის საქმეში ჩადეს ცრუ მოწმეების ჩვენებები.

„შოთაძემ გამოყო ხუთი სპეცრაზმელის საქმე. დღეს გვაქვს კომიკური სიტუაცია, რადგან ერთი და იგივე სისხლის სამართლის საქმეზე 2 სასამართლო დარბაზია, 2 მოსამართლეა, ვის მივმართო ამასთან დაკავშირებით, შოთაძეს თუ გაურკვეველი მენტალიტეტის მქონე იუსტიციის მინისტრს, რომელიც პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან. რომელმაც ქურდული სამყაროს საპატივცემულოდ გახსნა სტელა, რომელიც გახდა კრიმინალური ავტორიტეტების თაყვანისცემის ადგილი. ამასთან დაკავშირებით, მინდოდა მიმემართა სახალხო დამცველისთვის. მივწერე კიდეც, მაგრამ კომუნიკაცია არ შემდგარა. ასევე, მინდოდა მიმემართა არასამათავრობო ორგანიზაციებისთვის, მაგრამ არ მსურს ჩემი და ჩემი მეგობრების გამო გაუათმაგდეთ მოსასმენი მოწყობილობები ოფისებსა და სახლებში. ვიფიქრე, მიმემართა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარისთვის, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ბესელია ბევრი კანონიერი ქურდის ადვოკატი იყო. გამოსავალი არ მაქვს. ერთადერთი იმედი დამრჩა, რომ ჟურნალისტებს მივმართო და გავაგებინო ჩემი პოზიცია ამ კომიკური სიტუაციის შესახებ. ასე რომ, თქვენი იმედი მაქვს. შეიძლება გამამართლებელი განაჩენი დადგეს იმ შემთხვევაში და აქეთ არ დადგეს? თუ თქვენი კანონი ხელს არ გიშლით, იქნებ, განმიმარტოთ“, -განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

ჩვენი ორგანიზაციის თითოეული წევრი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული პოლიციელები უკვე სამ თვეზე მეტია, უდანაშაულოდ სხედან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მათ მიმართ, ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც დღეს, ცალსახად გამოჩნდა სასამართლო პროცესზე. მივმართავთ ხელისუფლებას, რათა უზრულველყოს სასამართლო პროცესების მშვიდ და სამართლებრივ ვითარებაში წარმართვა. ასევე, მოვუწოდებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და სახალხო დამცველს, აწარმოონ მონიტორინგი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე, მივმართავთ საქართველოში მოქმედ თუ ყოფილ, ყველა ღირსეულ პოლიციელს,რათა გაანალიზონ სახელმწიფოს დამოკიდებულება იმ პოლიციელებისადმი, რომლებმაც დანაშაულებრივი სამყარო დაამარცეხს და ქვეყნის მოქალაქეებს მშვიდად ცხოვრების საშუალება მისცეს", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42