თარხან ბათირაშვილს ბავშვი შეეძინა - ვაჟის დედა კადიროვის მაღალჩინოსნის შვილია
საზოგადოება - 13:23, 18 May, 2015     6883
ვაშინგტონის მიერ ძებნილ თარხან ბათირაშვილს (აბუ ომარ ალ შიშანს) მეორე მეუღლესთან, წარმოშობით ჩეჩენ სედა ბერდუკაევასთან ვაჟი შეეძინა. ინფორმაციას ამის შესახებ ბათირაშვილის ოჯახის ახლობელ ნინო ბურჭულაძეზე დაყრდნობით, „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

თარხან ბათირაშვილის ვაჟის დედა სედა ბერდუკაევა სირიაში აიშას-ს სახელით არის ცნობილი. ის თარხან ბათირაშვილის თარჯიმნის ჰამზათ ბორჩაშვილის მეუღლე იყო და მისი გარდაცვალებისდან რამდენიმე თვეში თარხან ბათირაშვილზე იქორწინა. თარხან ბათირაშვილს პირველი მეუღლისგან ქალიშვილი ჰყავს. მისი მეორე მეუღლე კი რამზან კადიროვის საემიგრაციო სამსახურის უფროსის შვილია.

„როდესაც რამზან კადიროვმა გაიგო, რომ მისი ერთ-ერთი ჩინოვნიკის გოგო ვაჰაბისტს გაჰყვა ცოლად და თან სირიაში, გაგულისებულმა ბერდუკაევი თანამდებობიდან გაუშვა. მეტიც, დაავალა, სასწრაფოდ მოეძებნათ გოგო და სახლში დაებრუნებინათ. გროზნოში ბიჭის ნათესავებს მიაკვლიეს და აიძულეს, სირიაში ვინმე გაეშვათ, რომ გოგო დაებრუნებინათ, თუმცა სირიაში ჩასულებს სედამ განუცხადათ, რომ ის სახლში დაბრუნებას არ აპირებდა. შემდეგ, კადიროვის ბრძანებით, პანკისის ხეობაში მიაკვლიეს ჰამზათ ბორჩაშვილის დედას – ლეილა აჭიშვილს. რამდენადაც ვიცი, ლეილამ დიდი ხნის განმავლობაში არც იცოდა, რომ მისი ვაჟი სირიაში ომობდა. ჰამზათი ევროპაში ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად. სწორედ ლეილა ჩავიდა სირიაში შვილთან და დაბრუნება სთხოვა ყოფილ რძალს, თუმცა მანაც უარი მიიღო. “- აღნიშნავს ნინო ბურჭულაძე. მისი თქმით როდესაც ბათირაშვილმა ცოლად ბორჩაშვილის ქვრივი და ჩეჩენი მაღალჩინოსნის შვილი შეირეთო „ჟღალი გენერლის“ და ჩეჩნეთის მეთაურის დაპირისპირების მიზეზი ეს ქორწინებაც გახდა.

როგორც ნინო ბურჭულაძე აცხადებს, მისი ინფორმაციით ომარ ალ -შიშანი ცოცხალი აღარაა და ის სექტემბერში გარდაიცვალა.

ბათირაშვილის ოჯახის ახლობელი „პრაიმტაიმთან“ საუბარში პანკისის ხეობიდან საპატარძლოების სირიაში წაყვანაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პანკისიდან გოგონების წასვლის არაერთი შემთხვევა მომხდარა და საბრძოლველად წასულ მებრძოლებს თავისი მეუღლეები და ოჯახის წევრები სირიის იმ მაწილი ჰყავთ სადაც შედარებით სიმშვიდეა და საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს.


წყარო "პრაიმტაიმი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42