„ერისა და ბეჩავი მთავრობის მთავარი „დამსტრესავიც“ იქ ზის“- ბუღაძე "ეგზოტიკური" “2030”-ის შესახებ
საზოგადოება - 12:24, 18 May, 2015     2706
„ერისა და ბეჩავი მთავრობის მთავარი „დამსტრესავიც“ იქ ზის“- ასე ორიგინალურად დრამატურგი ლაშა ბუღაძე ტელეწამყვანად გარდასახულ ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებს.
ქართული თოქ-შოუების ტრაგიკომიკურ სიტუაციას კი „რესპოდენტის უბედურებაში“ იმდენად სახალისოდ აღწერს რომ შეუძლებელია ხმამაღალი სიცილის გარეშე ჩაამთავრო ტექსტი. აქვე შეიტყობთ ლაშა ბუღაძის სტრესულ შიშსაც რაც მწერალს სატელევიზიო თოქ-შოუებში მიწვევაზე ემართება ხოლმე.

ლაშა ბუღაძე: ისინი, ვინც ჩემს შეტყუებას ცდილობენ ხოლმე რომელიმე ადგილობრივ სატელევიზიო თოქ-შოუში, ჩემს უარს - „არა, ვერ მოვალ", ქედმაღლობის ან სნობიზმის გამოვლინებად მიიჩნევენ, სინამდვილეში კი მათთან სტუმრობაზე უარის თქმის მიზეზი არა კუდაბზიკობა, არამედ სტრესის შიშია, რადგან საქართველოში რესპონდენტად ყოფნა ტელემაყურებლად ყოფნაზე ბევრად სტრესულია.

შეხედეთ, რა დღეში ჰყავთ ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუებში საწყალი რესპონდენტები, რა კმაყოფილები და მოწესრიგებულები შეჰყავთ სტუდიაში და რა დაბეჩავებულებს, გაქუცულებსა და გაწამებულებს უშვებენ იქიდან.

საწყალ რესპონდენტს არავინ ეპყრობა ადამიანურად.

ნეტა ეს ეგზოტიკური “2030” თუ რაღაც ამდაგვარი არ მენახა: საბრალო სტუმრები (რომლებიც, როგორც მიხვდი, ამ გადაცემაში რეგულარული სტუმრის სტატუსისთვის არიან განწირულები) შეცდომის დაშვების შიშით ატანილები სხედან სპირიტისტული სეანსებისთვის განკუთვნილი მაგიდის გარშემო და რის ვაივაგლახით ცდილობენ ავტონომიური და არასაკამათო საუბრის ილუზიის შექმნას. თან, რაც ყველაზე მტანჯველია, როგორც ჩანს, არავინ იცის, რა შეიძლება ჩაითვალოს შეცდომად, რადგან ერისა და ბეჩავი მთავრობის მთავარი “დამსტრესავიც” იქ ზის და, სავარაუდოდ, შენიშვნასაც გეტყვის, თუკი, ღმერთმა ნუ ქნას და, მოვლენების არასწორ ანალიზს შესთავაზებ, ანდა თუკი შეკამათების შესაძლებლობას არ მისცემ, როცა ის მსუბუქი კამათით სიამოვნების მიღებას გადაწყვეტს.

რაც არ უნდა ქნას ამ გადაცემაში რესპონდენტმა, ყველაფერი მარცხით დასრულდება: თუკი მშვიდად და დაუძაბავად ილაპარაკებს, ხსენებული გადაცემისა და რესპუბლიკის უმთავრეს ავტორიტეტს მოჰგვრის მოწყენილობას, მაგრამ ვაითუ რაიმე შეუსაბამო თქვას, ეს კაცი სიტყვას არ შეარჩენს, ყველა “კაპეიკს” დაუთვლის და საბოლოოდ ამოაგდებს სასაუბრო კალაპოტიდან…

კარგი, ვთქვათ, უარს იტყვი იქ “დასტრესვაზე” და უფრო აქტიურ გადაცემაში, “იმედის კვირაში” მიხვალ, უკეთესად არც აქ დაგხვდებიან: ერთდროულად ხუთი თუ ექვსი წამყვანი დაგესევა თავზე და ისე გიყვირებენ, ისე დაგიცაცხანებენ, ისე გაგამათრახებენ, რომ შეიძლება სულიც გააცხო შიშისგან. აუდიტორიაც ისე ფეხებზემკიდიურად და შიზოფრენიულად ხშირ-ხშირად დაუკრავს ტაშს, რომ ეს კიდევ ცალკე გამოგალაყებს, ხოლო წამყვანთაგან ერთ-ერთი იმგვარად დაგისვამს შეკითხვას, რომ როგორც არ უნდა მოინდომო, აზრს მაინც ვერაფრით გამოიტან: “ანუ ხომ ხვდებით, რას გეკითხებით?”

მაშასადამე, თუკი “2030-ში” ფატალურ კატასტროფად აღიქმება შეცდომის დაშვება, აქ პირიქით, რაც მეტი კატეგორიული სისულელე ითქმება, რაც უფრო აირ-დაირევა ყველაფერი, მით უფრო მეტი ოვაცია შეგხვდება სტუდიაში მსხდომი სადისტურად სელექციური და ინფანტილური პირტიტველა გოგო-ბიჭებისგან.

ესტუმრები მერე იმავე შენობაში არსებულ “გ. ჯაჯანიძის შოუს” და სასჯელად იდენტობის კრიზისს მიიღებ: რესპონდენტმა შეიძლება კაცად მოაშუროს აქაურობას, მაგრამ სარეკლამო ჭრის დროს მოულოდნელად აღმოაჩინოს, რომ თურმე ქალად მოუწვევიათ, ანდა იმ ზომამდე მიიყვანონ რომელიმე გაწამებული ტრანსგენდერი რესპონდენტი, რომ გადაცემის დასასრულისთვის უშვერი სიტყებით ლანძღოს თავად ტრანსგენდერიზმის მრავალტანჯული ინსტიტუტი.

მიხვალ გადაცემა “პროფილში” და აქ ცალკე დიდ სტრესს შეგაგებებენ: წამყვანი ისე უხერხულად ახლოს მოგიჯდება და ისეთ ზომამდე მიგიყვანს, რომ აუცილებლად აგატირებს დასასრულისთვის, რაიმე უბედურებას გაგახსენებს შენი ცხოვრებიდან (“გამზრდელი მამიდა მომიკლა ‘ატმორმა’” - რაღაც ასეთს), რაიმე უთქმელ დაავადებას აღმოგაჩენინებს შენში და მერე ამის გამხელასაც მოგთხოვს: “მართალია, რომ შარდის შეუკავებლობა გჭირს? თუ გინდა, ნუ ვისაუბრებთ ამაზე…”

წახვალ მერე აქედან ინტელექტუალურ “თეორემაში” და აქაც დაძაბული უნდა იყო, რადგან შეიძლება გულსატკენად აგდებულად და არცთუ პატივისცემით მოგმართოს მომხიბვლელმა წამყვანმა. რესპონდენტები აქ ყველანაირად ცდილობენ, რომ წამყვანის კეთილგანწყობა მოიპოვონ, თორემ იმან შეიძლება უეცრად კისკისით მოგკადროთ შეურაცხყოფა: “ფუფ, ლევან რამიშვილი თქვენზე ასჯერ ჭკვიანია!”

თან აქ ისიც პრობლემაა, რომ შესაძლოა ძალაუნებურად გაქებინონ წინა ხელისუფლება, რომლის ქებაც “თეორემაში” მისვლამდე სულაც არ გინდოდა. უფრო პირიქით.

“ობიექტივზე” ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს ტელევიზია უკვე ის ფაზაა, რომელიც მძიმე სტრესის შემდგომ დგება… სტრესი აქ განვლილი ეტაპია.

მაგრამ მივა თუ არ მივა აქ ან სადმე სხვაგან რესპონდენტი, შედეგი მაინც ყველგან ერთია: ის ნებისმიერ შემთხვევაში გალანძღულ-გათათხული, მორალურად გათელილი და ფრუსტრირებული რჩება.

შესაბამისად, არ არსებობს რესპონდენტი, რომელიც გადაცემებში სტუმრობის შემდეგ ერთხელ მაინც არ დაუსვამს საკუთარ თავს ამ სევდიან შეკითხვას: “რა მინდოდა? რას მივეთრეოდი"…

წყარო: "რადიო თავისუფლება"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42