„უპრიანი იქნება, თუ საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაც საპატრიარქოს გადაეცემა. ბატონო პრეზიდენტო დაუთმეთ ავლაბრის რეზიდენცია საქართველოს სამოციქულო ეკლესიას“- მიმართავს ბაბაუხადია გიორგი მარგველაშვილს და აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნება თუ პრეზიდენტის სასახლეში პატრიარქის რეზიდენცია განთავსდება.
„ჩვენ სამების ეკლესიის გარშემო უნდა შევქმნათ სამუზეუმო-საეკლესიო სივრცე, სადაც ქართული სულიერება და კულტურა იქნება წარმოჩენილი და სადაც აბსოლუტურად ყველა ჩვენი უცხოელი სტუმარი მივა და აღფრთოვანებული დარჩება, როგორც ჩვენი ისტორიით, ასევე თანამედროვეობით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა, რაც შეიძლება მალე განხორციელდეს! ეს ბაღნარი ჩვენი პატრიარქის სიცოცხლეშივე უნდა გაშენდეს- მისი უდიდესი ღვაწლის პატივსაცემად“- აღნიშნავს ანზორ ბაბუხადია.
წყარო „ასავალ-დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






