ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები პროტესტს განაგრძობენ. ამის გამო დღეს ყველა დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო, ასევე დაიხურება ბილბიოთეკა, სამკითხველო და საგამოფენო დარბაზები.
ეროვნული ცენტრის თანამშრომლების პროტესტი ახალი დირექტორის არჩევას მოჰყვა. თუმცა ისინი განმარტავენ, რომ მათ ზაზა აბაშიძის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და ისინი დირექტორის არჩევის წესს აპროტესტებენ.
„ყველა იმ პროცესში, რაც ცენტრის გარშემო მიმდინარეობს, თანამშრომლების ჩართულობა ნულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვწყვეტთ მუშაობას“, - ამბობენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.
რაც შეეხება თავად აბაშიძეს, ის ამ დრმდე ცენტრში არ მისულა და როგორც ცნობილია, ის არც აპირებს ახალი თანამდებობის დაკავებას.
ზაზა აბაშიძე ეროვნული ცენტრის დირექტორად 16 მაისს აირჩიეს.
შეგახსენებთ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სამინისტროს გადაწყვეტილებით თანამდებობიდან ბუბა კუდავა გათავისუფლდა.
მასალის გამოყენების პირობები






