თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება. დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება 18 მაისს დროებით შეიზღუდება დედაქალაქის რაიონებში.
კერძოდ, ნაძალადევის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დიდუბის გასასვლელის, მოლითის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის და თაქთაქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, გიორგი კვინიტაძის, მარუაშვილის, ზაზიშვილის და დონდუას ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის, გაგრის და ლიბანის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და ნოზაძის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის IV კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, დელისის, საბურთალოს, თამაზ ნადარეიშვილის, ამაშუკელის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, ავლაბრის მოედნის, დმანისის შესახვევის, უჯარმის, დოლაბაურის, პატარძეულის, კაჭარავას, მთავარანგელოზის, მახათის, დმანისის, ფაბრიციუსის, ხივინის, ალადაშვილის და ერევნის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV, V და VI კვარტლების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






