IPM კვლევა: 2014 წლის ოქტომბრიდან მთავრობის რეიტინგი 4 პუნქტით დაეცა
საზოგადოება - 10:37, 18 May, 2015     1159
აიფიემი აგრძელებს მთავრობის წარმატების ინდექსური კვლევის შედეგების გამოქვეყნებას. მცირე შეხსენებისათვის, ჩვენ ვზომავთ მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსს, რაც სხვა არაფერია, თუ არა მთავრობის მიმდინარე საქმიანობის შეფასება. ასევე, ამავე პროექტის ფარგლებში იზომება მთავრობის საქმიანობის ეფექტი 2-5 წლიან პერსპექტივაში, რასაც ჩვენ წარმატების მოლოდინის ინდექსს ვუწოდებთ და ამ ორი მაღლა აღწერილი ინდექსის ბაზაზე ითვლება მთავრობის რეიტინგი მისი ცალკეული საქმიანობების მიხედვით. სხვა ტექნიკური ინფორმაცია იხილეთ სტატიის ბოლოს.

მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი

მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც ყოველთვის, აქვს ჯანდაცვის სფეროს (34).ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კვლავ ფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობის და დასაქმების მიმართულებით. ამასთან, მარტის თვესთან შედარებით ინდექსმა ამ სფეროებში 5 პუნქტით დაიწია და შეადგენს -48 და -55 შესაბამისად. ასევე სერიოზული ვარდნაასოციალურად დაუცველებზე და პენსიონერებზე ზრუნვის დარგში, ინდექსმა აპრილის თვეში დაიწია 4 პუნქტით და შეადგენს -8-ს.

GS Index - მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი

შედარებითი გრაფიკი

წარმატების მოლოდინის ინდექსი

როგორც ქვემოდ მოცემული გრაფიკიდან ვხედავთ, მთავრობის წარმატების მოლოდინის ინდექსი სარძნობლად დაეცა ეკონომიკური საქმიანობის და დასაქმების სფეროებისთვის. წინა თვესთან შედარებით, ეს ვარდნა შეადგენს -3 პუნქტს და აპრილში წარმატების მოლოდინის ინდექსი ეკონომიკური საქმიანობისთვის ტოლია -10, ხოლო დასაქმებისთვის -12. ინდექსის მნიშვნელობა ასევე 2 პუნქტით დაეცა სოციალურად დაუცველებზე და პენსიონერებზე ზრუნვის დარგში და ამ თვეში შეადგენს -4-ს. დანარჩენი საკვლევი მიმართულებებით, წარმატების მოლოდინის ინდექსი ინარჩუნებს მეტ-ნაკლებ სტაბილურობას - წინა თვესთან სხვაობა არ აღემატება +1/-1-ს, რაც კვლევის ცდომილების ფარგლებში ჯდება.

GS Index - წარმატების მოლოდინის ინდექსი

შედარებითი გრაფიკი

მთავრობის საქმიანობის რეიტინგი

როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ, მაღლა მოცემული ორი ინდექსური ბაზის საფუძველზე ვადგენთ მთავრობის საქმიანობის რეიტინგს.

დაბლა მოცემულია გრაფიკი, სადაც ნათლად ჩანს, რომ მთავრობის რეიტინგი ინარჩუნებს სტაბილურად დაბალ მაჩვენებლებს. ჯანდაცვის სფერო ისევ დადებითად გამოირჩევა სხვა მიმართულებების ფონზე, მარტთან შედარებით ინდექსი 2 ერთეულით გაიზარდა. მაღლა მოცემული ინდექსებიდან გამომდინარე მთავრობის საქმიანობის ინდექსმა დაიკლო ორ სფეროში - ეკონომიკური საქმიანობის და დასაქმების მიმართულებით. დანარჩენ დარგებში ცვლილებები მარტთან შედარებით თითქმის არ არის.

GS Index - მთავრობის საქმიანობის რეიტინგი

შედარებითი გრაფიკი

ტრადიციულად, გიჩვენებთ ცხრილს, სადაც მოცემულია თითოეული მიმართულებით რეიტინგისდინამიკა ბოლო 6 თვისგანმავლობაში.

როგორც ვხედავთ, ამ პერიოდში ჯანდაცვის სფერო ინარჩუნებს ინდექსის თითქმის უცვლელ და სხვა სფეროებთან შედარებით საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს. ასევე აღსანიშნავია ეკონომიკური საქმიანობის ინდექსის მონოტონური კლება თვეების მიხედვით. დასაქმების მიმართულებით ინდექსი სტაბილურად დაბალია. ბოლო 3 თვის მიხედვით უმნიშვნელო გაუმჯობესება შეინიშნება პოლიციასა და ადამიანის უფლებების დარგებში, თუმცა წინა წლის ოქტომბერ-ნოემბრის მაჩვენებლებთან შედარებით ინდექსმა ბევრად დაიკლო ისევე, როგორც სხვა სფეროებისთვის ჯანდაცვის გამოკლებით.


ტექნიკური ინფორმაცია

კვლევის ფარგლებში ხდება მთავრობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა და მოლოდინების შეფასება, რის შედეგადაც ითვლება 3 ტიპის ინდექსი:

• მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი

• წარმატების მოლოდინის ინდექსი

• მთავრობის საქმიანობის რეიტინგი

კვლევის მორიგი ტალღა ჩატარდა 2015 წლის აპრილის თვეში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა თბილისის მოსახლეობა: 600 რესპონდენტი, რომელთა ასაკიც იყო 18+. რესპონდენტებს დაესვათ კითხვა მთავრობის საქმიანობის შესახებ შემდეგ სფეროებთან დაკავშირებით:

• ჯანდაცვის სფერო

• განათლება და მეცნიერება

• ეკონომიკური საქმიანობა

• დასაქმება

• სოციალურად დაუცველებზე ზრუნვა (მათ შორის პენსიონერებზე)

• საგარეო ურთიერთობები

• ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარი

• პოლიცია

• ადამიანის უფლებები

• მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი

ინდექსების განმარტება, ტერმინოლოგია

მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ სფეროში ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ნაბიჯების მიმართ. ინდექსი დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და უარყოფითი პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100-დან +100-მდე

წარმატების მოლოდინის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების მოლოდინს ამა თუ იმ სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯების შედეგების მიმართ. ეს ინდექსი ასევე დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და ნეგატიური პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100–დან +100–მდე

მთავრობის საქმიანობის რეიტინგი – ორი ინდექსის კრებითი ინდექსი, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად კმაყოფილია საზოგადოება კმაყოფილებას მთავრობის მიმდინარე მუშაობით და რამდენად ენდობა მას მომავალში. მნიშვნელობას იღებს 0–დან 100–მდე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42